четверг, 3 февраля 2022 г.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

 

პრაქტიკული კვლევის ანგარიში

 

 

 

 

საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები და  მათი გადაჭრის გზები

 

 

 

 

 

მაია აბესაძე

მაია შუკაკიძე

სოფიო ლაბაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

2018 წელი

 


სარჩევი

1.შესავალი. 3

1.1.საკვლევისაკითხისმიმოხილვა. 3

1.2.ინფორმაცია სკოლისშესახებ. 3

1.3.პრობლემების იდენტიფიცირება. 3

1.4.პრობლემისგამომწვევისავარაუდომიზეზები. 4

1.5.კვლევისმიზანი. 4

2.ლიტერატურისმიმოხილვა. 4

3.კვლევისდიზაინი. 8

3.1.კვლევისამოცანა. 8

3.2.კვლევისმთავარიკითხვა. 8

3.3.ქვეკითხვები: 9

3.4.კვლევისსამიზნეჯგუფი. 9

3.5.კვლევისმეთოდები. 9

3.6.კვლევისგეგმა. 9

3.5.კვლევისვადები. 10

3.6.მონაცემთაანალიზი. 11

3.7.კვლევისმიგნებები. 18

3.8კველვისმდგრადობა. 19

3.9.ინტერვენციები: 19

5.ქმედებების/ინტერვენციებისშედეგებისშეფასება. 20

5.1.კვლევისნაკლოვანებები. 21

5.2.რეკომენდაციები. 21

6.დასკვნები. 22

7.რეფლექსია....................................................................................................................................................23

8.ბიბლიოგრაფია. 23

9.დანართები: 24

დანართი 1- კითხვარიმოსწავლეებისათვის. 24

დანართი 2-კითხვარიმშობლებისათვის. 25

დანართი 3- კითხვარიმასწავლებლებისათვის. 27

 

1.შესავალი

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლაში განხორციელებულ პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. კვლევა განახორციელა ამავე სკოლის სამმა პედაგოგმა: მაია აბესაძემ,ქიმიის მასწავლებელმა,მაია შუკაკიძემ,გეოგრაფიის მასწავლებელმა და სოფიო ლაბაძემ ინგლისური ენის მასწავლებელმა სამივე მასწავლებლისთვის, აქტუალური, იდენტიფიცირებული სასწავლო პრობლემებიდან გამომდინარე.

ნაშრომში განხილულია საშინაო დავალებისშესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები,  კვლევის დროს თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდებით შეგროვილი მონაცემთა ანალიზი, პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი ინტერვენციები, ინტერვენციების  შედეგები, მისი შეფასება და დასკვნა.

1.1.საკვლევისაკითხისმიმოხილვა

1.2.ინფორმაციასკოლისშესახებ

სსიპ საჩხერის მუნიციუპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლაში სწავლობს  130 მოსწავლე, სკოლა მცირე კონტიგეტიანია,  არის დაწყებითი, საბაზო და საშვალო საფეხური, მუშაობს  26მასწავლებელი. სკოლაში მშვიდი, უსაფრთხო გარემოა. არის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ფიზიკის, ქიმია-ბიოლოგიის,ქართული ენისა და ლიტერატურის,უცხოენების, ისტორია-გეოგრაფიის , მათემატიკის კაბინეტები

1.3.პრობლემების იდენტიფიცირება

ჩვენს პრაქტიკაში ხშირად იყო შემთხვევები,  როდესაც მოსწავლეებს  არ ქონდათ მომზადებული საშინაო დავალება,  მათ არგუმენტად სხვადასხვა მიზეზი მოჰქონდათ,  თუ ეს ეხებოდა წერით დავალებას ამბობდნენ, რომ სახლში დარჩათ ,   რაც შეეხება მოსაძიებელ ან მოსამზადებელ დავალებას  ცდილობდნენ სხვა და სხვა არგუმენტით გაემართლებინათ თავი,  ზოგი რესურსის არ ქონას იმიზეზებდა, ზოგს  ოჯახში რაღაც პრობლემის გამო დროის უქონლობას. არაფორმალური დაკვირვებით და გამოცდილებით, პრობლემები საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით უფრო მეტად დაწყებითი კლასების ბოლოკლასებში  და საბაზო საფეხურზე შეიმჩნევა. აქედან გამომდინარე, მოხდა შემდეგი საკვლევი პრობლემის გამოკვეთა: საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები და  მათი გადაჭრის გზები

ვფიქრობთ, ამკვლევისჩატარებისშდეგადსარგებელიექნებათმოსწავლეებს, ვინაიდანგანიმტკიცებენგაკვეთილზეშეძენილცოდნას, მიეჩვევიანდამოუკიდებელმუშაობას, საშინაოდავალებაასევემოსწავლეებსუვითარებსპასუხისმგებლობისგრძნობასდაარაპირდაპირასწავლისდროისმენეჯმენტს, რაცასემნიშვნელოვანიათანამედროვესამყაროში.საშინაოდავალებამშობლებსაძლევსშესაძლებლობას, თვალ-ყურიადევნონშვილისსასკოლოსაქმიანობას,აგრეთვედაეხმარებათგააუმჯობესონშვილებსგარემოდამეტადაქტიურადჩაერთონმათისწავლისპროცესში. საშინაოდავალებაზეკვლევაშიგამოთქმულირეკომენდაციები (პასუხისმგებლობისგამომუშავება, წესებისადაპროცედურებისშემუშავება, სამუშაოსივრცისსწორადორგანიზება, სასაუბროლექსიკიდანნეგატივისგამორიცხვადასხვა),რომლებსაცგანათლებისსპეციალისტებიდაფსიქოლოგებიგვათავაზობენ,მასწავლებლებსდაეხმარებათმეტ-ნაკლებადგადაჭრანაქტუალურიპრობლემები, მოსწავლეებსგააუმჯობესებინებსეროვნულისასწავლოგეგმითმისაღწევშედეგებს,ამკვლევისშედეგადსარგებელიექნებასკოლას, რადგანამპრობლემისმოგვარებისშედეგადმოსწავლეთაქმედებაიქნებათვითმმართვადი. შეძენილიუნარებიგამოადგებათსხვასაგნებისდავალებისშესრულებისას, რაცსაბოლოოდაისახებამათააკადემიურშედეგებზე.

1.4.პრობლემისგამომწვევისავარაუდომიზეზები

საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენათ მნიშვნელოვანი იყო პასუხი გაგვეცა კვლევის მთავარი კითხვისთვის, სამუშაო შეხვედრა გავმართეთ სკოლის მასწავლებლებთან, ჩატარებული შეხვედრის შედეგად შევჯერდით, რა არის გასაუმჯობესებელი და რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები:.

1.                  ერთ-ერთ სირთულედ შეიძლება განვიხილოთ  შემდეგი: სკოლაში არ არსებობდა მასწავლებლებს შორის შეთანხმებული პოზიცია საშინაო დავალებასთან დაკავშირებით, შესაბამისად არ გვქონდა შემუშავებული საერთო სასკოლო წესი - რის გამოც შესაძლოა დავალება სხვა და სხვა საგნის მასწავლებლებს მიეცათ დიდი მოცულობით, რაც თავისთავად  მოსწავლეებში მის დემოტივაციის  გამოიწვევდა.

2.                  საინტერესო იყო რამდენად სწორად იყენებდნენ მასწავლებლები  საშინაო დავალების  ეფექტიანად გამოყენების პრინციპებს.

3.                  გარემო საშინაო დავალების შესასრულებლად- მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო ამ ეტაპზე  ყველა მოსწავლეს  აქვს თუ არა შესაბამისი გარემო საშინაო დავალების შესასრულებლად.

4.                  მშობლების როლი საშინაო დავალების შესრულებაში - რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მშობლებს შვილების საშინაო დავალება, რამდენად ჩართული არიან ისინი მის შესრულებაში.

1.5.კვლევისმიზანი

საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების დადგენა, პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების გამონახვა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.

2.ლიტერატურისმიმოხილვა

საშინაო დავალება სწავლების პროცესის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი, მაგრამ ხშირად საკამათო ნაწილია. საშინაო დავალება მოსწავლეებს შორის პოპულარობით ნაკლებად სარგებლობს, რასაც ხშირად მასწავლებლები და მშობლებიც ეთანხმებიან. მიუხედავად არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, საშინაო დავალება სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2010 წელს გამოცემულ წიგნის:ეფექტიანი სწავლება -თეორია და პრაქტიკა, მე-9 თავი არის საშინაო დავალება, რომელიც მოამზადა მარიამ გაბაშვილმა, სხვა და სხვა ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობით. არის თუ არა საშინაო დავალება შედეგიანი მაგალითად  მოყვანილია კუპერი, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა საშინაო დავალების ეფექტიანობის საკითხი 120 კვლევაზე დაყრდნობით. კვლევის 70 პროცენტის საფუძველზე, აღმოჩნდა რომ მოსწავლეები, რომლებიც ასრულებენ საშინაო დავალებას, გაცილებით წარამტებულნი იყვნენ, ვიდრე ის მოსწავლეები, რომლებიც არ ასრულებდნენ დავალებას.  მოცემულ ლიტერატურაში  აგრეთვე საუბარია იმაზე, რომ საშინაო დავალების მიზანი შეიძლება იყოს:

·                     მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესება;

·                     კლასში ნასწავლი მასალის გამეორება და გამყარება;

·                     დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარება;

·                     თვითდისციპლინის გამომუშავება;

·                      პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდა;

·                     დროის სწორად განაწილების უნარის ჩამოყალიბება;

·                     მშობლების ჩართვა შვილების სწავლის პროცესში;

·                     მომზადება სამომავლო გაკვეთილებისა და თემებისთვის;

·                     კვლევისთვის აუცილებელი უნარების განვითარება;

·                     სკოლაში დაწყებული სასწავლო აქტივობების გაგრძელება.

საშინაო დავალების უარყოფით მხარეებში ხშირად მოიაზრებენ მობეზრებას, როდესაც მოსწავლე იღლება სწავლისაგან და საშინაო დავალებების შესრულებებისაგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ინტერესისა და მოტივაციის კლება, საშინაო დავალებამ შეიძლება, ასევე, ხელი შეუწყოს სოციალური უთანასწორობის გაღრმავებას სკოლაში, კერძოდ, შედარებით ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე მოსწავლეები, შესაძლებელია, დაიჩაგრონ იმით, რომ მათ სახლში საშინაო დავალების შესრულებისთვის საჭირო გარემო, დრო და რესურსები არ ჰქონდეთ;  (ეფექტიანი სწავლება 2010: 151) ასევე, ხელმოკლე ოჯახებში მოსწავლეები შეიძლება დატვირთული იყვნენ სხვა დამატებითი საქმიანობითა და პასუხისმგებლობებით და საკმარისი დრო ვერ დაუთმონ საშინაო დავალებას.

ვფიქრობთ, იმის მიხედვით, თუ რა შეიძლება იყოს საშინაო დავალების მიზანი,  რომლის მიღწევაც გვსურს.   მასწავლებელს შეუძლია  მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა: დამოუკიდებლად სწავლის უნარი; დროის სწორად განაწილების უნარი; კრიტიკული აზროვნების უნარი; ინფორმაციის გადამუშავების უნარი; პრობლემის გადაჭრის უნარი. მოსწავლე ეჩვევა დროის უკეთესად განაწილებას და უღვივდება ინფორმაციის მიღების სურვილი, ეზრდება პასუხისმგებლობის გრძნობა, ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ეფექტიანობის გაზრდას. აღნიშნული სტატია ძალიან კარგი რესურსია მასწავლებლებისთვის, რადგან განხილულია საშინაო დავალების ეფექტიანობის პრინციპები და რეკომენდავიები.

ü  საშინაო დავალება არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც სასჯელი;

ü  საშინაო დავალება უნდა გასწორდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ზედმიწევნით;

ü  საშინაო დავალება რომ ეფექტური იყოს, უდა მოხდეს მისი ინტეგრირება იმ მასალასთან, რომელსაც მოსწავლეები კლასში ეუფლებიან;საშინაო დავალება ყველაზე ეფექტიანი მაშინ არის, როდესაც ის ორიენტირებულია სასწავლო გეგმის ძირითად მიზნებზე;

ü  საშინაო დავალება უფრო საინტერესო იქნება, თუ მოსწავლეთა მიერ კლასში ნასწავლ მასალას ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

ü  საშინაო დავალების სწორად დაგეგმვა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ორგანიზებულობისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარებას.

ü  თუ მოსწავლე არ შესარულებს საშინაო დავალებას, ამას უნდა მოჰყვეს მასწავლებლის მხრიდან შესაბამისი რეაგირება.

ü  არ არის აუცილებელი საშინაო დავალებაზე მოსწავლე მარტო მუშაობდეს. შესაძლოა დავალება მიეცეს მოსწავლეთა ჯგუფს (ერთობლივი საშინაო დავალება) მკვლევარების აზრით საშინაო დავალების ეფექტორობა დამოკიდებულია მოსწავლეთა ასაკზე (ეფექტიანი სწავლება 2010: 152-155).

რეკომენდირებულია, რომ პირველი სამი კლასის განმავლობაში მოსწავლეებმა საშინაო დავალებაზე დახარჯონ მაქსიმუმ 20 წუთი, ხოლო დაწყებითი  კლასების მეორე ეტაპზე მისი ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს 30-40 წუთამდე.  საბაზო სკოლის მოსწავლეებმა საშინაო დავალების შესრულებას დღეში, დაახლოებით, 90 წუთი დაუთმონ. (ეფექტიანი სწავლება 2010, 156).

საშინაო დავალების ერთიანი სასკოლო პოლიტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საშინაო დავალების ეფაქტიანობის ხარისხის გაზრდაში. ამ მიდგომისერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარეა იმის ცოდნა, რომ ყველა გაკვეთილზეთითოეული მოსწავლის მიმართ არსებობს ერთი და იგივე დამოკიდებულება, ვინაიდან ყველა მასწავლებელი მიჰყვება ერთსა და იმავე წესს. (ეფექტიანი სწავლება, 2010, 160).

საშინაო  დავალება ერთ-ერთი მთავარი გზაა, რომლის მეშვეობით მშობლები აკვირდებიან საკუთარი შვილების სწავლის პროცესსა და წინსვლას, იგებენ, რა ხდება სკოლაში და რა თემებს სწავლობენ მათი შვილები.საუკეთესო დახმარება, რომელიც შეუძლია მშობელმა შვილს გაუწიოს საშინაო დავალებაზე მუშაობისას, მშვიდი და მყუდრო გარემოს შექმნაა (ეფექტიანი სწავლება 2010, 157).

მიგვაჩნია, რომ მოცემული ლიტერატურაში ჩამოთვლილი პრინციპების დაცვა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საშინაო დავალების შედეგის გაზრდას, რადგან მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო, ეფექტური და მოტივაციის აღმძვრელი იქნება, შესაბამისად გაიზრდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები.  ჩვენი აზრით, შესრულების საერთო სასკოლო წესის შემოღება გამორიცხავს მის მობეზრებას, რადგან  დავალების მოცულობის დარეგულირება, მისი სისტემატიური და დროული შემოწმება, ნაშრომების მოსწავლეებისთვის დაბრუნება, შესაძლებელია   ამ წესის შემოღებით. ასევე შეიძლება განისაზღვროს თუ რა მოეთხოვება მშობლებს.  მნიშვნელოვანია ისიც რომ, სკოლას შეუძლია საშინაო დავალების შესასრულებელი წრეები ჩამოაყალიბოს, საჭიროების შემთხვევაში, რათა აღმოიფხვრას სოციალური უთანასწორობა მოსწავლეებს შორის.

 მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების მიერ მოწოდებული პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მშობლებს  საშინაო დავალებების მომზადებისას დაეხმარებათ:

·         პასუხისმგებლობა - როცა ბავშვს საშინაო დავალების შესრულების აუცილებლობა და ვალდებულება ექნება გააზრებული, მას პასუხისმგებლობის გრძნობაც გაუჩნდება.

·         წესები და ვალდებულებები - საშინაო დავალების სისტემატიური შესრულება აჩვევს რეჟიმს  და ასწავლის ორგანიზებულობას .

·         სამუშაო სივრცის ორგანიზება - სასურველია გარემო, სადაც ბავშვებს უწევთ დავალებების მომზადება, სწორად იყოს ორგანიზებული, მაგალითად, დაწყებითი კლასის მოსწავლეები ისე უნდა ისხდნენ მაგიდასთან, რომ ქვედა კიდურები იატაკს ებჯინებოდეს, შუქი სამუშაო ადგილას მარცხნიდან ეცემოდეს (თუ ბავშვი ცაციაა, პირიქით, მარჯვნიდან). ოთახში დავალებების შესრულებისას დაიცავით სიწყნარე, ხმაური ყურადღებას ადუნებს  და  ხელს უშლის მას კონცენტრირებაში.

·         ვისწავლოთ ბავშვთან ერთად და არა მის მაგივრად! - ხშირია შემთხვევები როდესაც მშობელი შვილს საშინაო დავალების შესრულების დროს იმაზე მეტ დახმარებას უწევს , ვიდრე საჭიროა, რაც ხელს უშლის მის განვითარებას.

·         დაეხმარეთ მაშინ, როცა ის ამას საჭიროებს. -  თუ მშობელი სირთულეებს აწყდება შვილთან საშინაო დავალების შესრულების დროს , კრგი იქნება თუ ითანამშრომლებს მასწავლებელთან.

·         ხაზი გაუსვით მის წარმატებებს! ხშირად შეაქეთ!(ნანა ლომიძე, 2015, საშინაო დავალება დასჯა არ არის(რეკომენდაციები მშობლებსა და მასწავლებლებს) http://mastsavlebeli.ge/?p=1779)

ვთვლით, რომ ლიტერატურიდან მოყვანილი ფსიქოლოგების მიერ შემოთავაზებული რჩევების გათვალისწინება დაეხმარებათ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც მოსწავლეებისთვის გარემოს გაუმჯობესებაში და საშინაო დავალების ხარისხის გაზრდაში, რადგან მოსწავლისათვის მიღწევადი და მაღალი მოლოდინის დასახვა მნიშვნელოვანია მათი წარმატებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ეფექტური უკუკავშირის მიცემა: დროული, კონკრეტული, პოზიტიური უკუკავშირი, რასაკვირველია, ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, შესაბამისად გაიზრდება საშინაო დავალების ხარისხიც და აკადემიური მოსწრებაც.საბოლოოდ, განხილული ლიტერატურა მნიშვნელოვნად დაეხმარება მასწავლებლებს გაითვალისწინონ საშინაო დავალების დადებითი და უარყოფითი მხარეები და იმგვარად გამოიყენონ სასწავლო პროცესში, რომ ხელი შეუწყონ მოსწავლეთ მოტივაციის ამაღლებას.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისთვის აგრეთვე გამოვიყენეთ:

,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწ. II. იგი საუკეთესო რესურსია მასწავლებლებისთვის. კველავასთან დაკავშირებით დეტალურადააა გაწერილი ის ნაბიჯები და ეტაპები, რაც თანმიმდევრულად უნდა განახორციელოს მასწავლებელმა კვლევის დროს.

თინათინ ზურაბიშვილის წიგნში ,,თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“განხილულია სოციალურ კვლევის თანამედროვე პრაქტიკაში ყველაზე გამოყენებადი ისეთი თვისებრივი მეთოდები, როგორებიცაა სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, რომელიც გამოვიყენეთ კვლევის დროს.

 ლია წულაძის ნაშრომი ,,რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“ საუბარია მეთოდების მრავალფეროვნებაზე, რაოდენობრივზე და თვისებრივ მეთოდებზე, ახსნილია რაოდენობრივი მეთოდის მნიშვნელობა, მისი აუცილებლობა სოციალური მეცნიერებებითვის. განხილულია სოციალური კვლევის ბუნება, მასთან დაკავშირებული ეთიკის საკითხები.

3.კვლევისდიზაინი

3.1.კვლევისამოცანა

კვლევისამოცანააპასუხიგასცესშემდეგსაკვლევკითხვებს, რომელიცსამი პედაგოგისერთობლივიმუშაობითშემუშავდა, შეგროვებულიმონაცემების, არაფორმალურიდაკვირვებისდაგამოცდილებისსაფუძველზე.

3.2.კვლევისმთავარიკითხვა

1.რა არის დაწყებით (V-VI კლასებში ),საბაზო სა საშუალო  საფეხურზე საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზი?

3.3.ქვეკითხვები:

·                     რამდენად აკმაყოფილებს მასწავლებლების მიერ მიცემული საშინაო დავალებები მის ეფექტურად გამოყენების პრინციპებს?

·                     ემსახურება თუ არა საშინაო დავალება მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებას?

·                     რა როლი აქვთ მშობლებს საშინაო დავალების მომზადებაში?

·                     რა არის მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზი საშინაო დავალების შესრულებისას?

3.4.კვლევისსამიზნეჯგუფი

1.                  სკოლის V,VI, VII, VIII, IX,X,  XI,XII კლასის მოსწავლეები .

2.                  სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან V,VI, VII, VIII, IX ,X,XI, XII კლასებში.

3.                  V,VI, VII, VIII, IX , X, XI, XIIკლასის მოსწავლეთა მშობლები.

3.5.კვლევისმეთოდები

1.                  კითხვარები

2.                  ფოკუსჯგუფი

3.                  ჩაღრმავებული ინტერვიუ

4.                  მეორადი მონაცემების ანალიზი

3.6.კვლევისგეგმა

კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით გამოვიყენეთ როგორც რაოდენობრივი მეთოდი კითხვარები, ისე თვისობრივი მონაცემთა შეგროვების მეთოდები: ჩაღრმავებული ინტერვიუ, ფოკუსჯგუფი და მეორადი მონაცემების ანალიზი.

კითხვარები მომზადდა V-XII კლასების 84 მოსწავლისათვის, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო V-XII კლასის მოსწავლეების თითოეულმა მშობელმა ან მეურვემ. მოსწავლეებს კითხვარები გავატანეთ სახლში. კითხვარის დარიგების ეს ფორმა რესურსების შეზღუდულობის გამო ყველაზე ეფექტურად მივიჩნიეთ, კითხვარი მომზადდა აგრეთვე 23 მასწავლებლებისათვის, რომლებიც ასწავლიან V-XII კლასებში, .შესავსებად 2-3 დღე მივეცით,  დროის ეს მონაკვეთი სრულებით საკმარისი აღმოჩნდა კითხვარის შესავსებად23-ვე  მასწავლებელმა დააბრუნა  კითხვარი, კითხვარი დაგვიბრუნა 75 მოსწავლემ და მშობელმა, რაც გამოკითხულთა  საერთო რაოდენობის 86 პროცენტია.მიგვაჩნია, რომ მიღებული კითხვარები ზოგად წარმოდგენას გვიქმნის მშობლების დამოკიდებულებებისა და მოსაზრებების გასაგებად, მოსწავლეებისდამოკიდებულებებისა და აგრეთვე გარემოს შესახებ გავარკვიეთ რამდენად ეფექტურად იყენებენ მასწავლებლები საშინაო დავალებას სასწავლო პროცესში.

ფოკუსჯგუი ჩატარდა VIIკლასის მოსწავლეებთან, კლასში 14 მოსწავლეა ფოკუსჯგუფის მიზანი იყო მიგვეღო უფრო ამომწურავი ინფორმაცია მოსწავლეებისაგან, რადგან კითხვარების შედეგად გამოვლინდა, რომ მეშვიდე კლასის 60 პროცენტს უჭირდა ინგლისური ენის  საშინაო დავალების შესრულება და 60 არ უჭირდა და უპირატესობას ანიჭებდა მათემატიკის დავალების შესრულებას, ფოკუსჯგუფის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეების 40 პროცენტს უჭირდა მათემატიკის დავალების შესრულებაც, ფაქტიურად შეიცვალა რაოდენობრივი კვლევის  მონაცემი, რის საფუძველზეც ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩავწერეთ  ინგლისური ენის მასწავლებელთან და მათემატიკის მასწავლებელთან, ინტერვიუს მიზანი იყო  გაგვერკვია  მათი აზრით რატომ უჭირდათ მოსწავლეებს დავალების შესრულება, რა იყო ამის მიზეზი. რა სიხშირით აძლევდნენ საშინაო დავალებას, რა მოცულობით?

მეორადი მონაცემების ანალიზი- საშინაო დავალების ეფექტურად გამოყენების განსასაზღვარად შევაგროვეთ  მოსწავლეთა საიშინაო დავალების რვეულები. ავირჩიეთ კონკრეტული რიცხვები და შევამოწმეთ ყველა საგნის საშინაო დავალება. მათემატიკაში და ქართულში მოსწავლეებს დავალება ყოველ დღე აქვთ,  ამას ემატება სხვა საგნების დავალებებიც, აღმოჩნდა რომ, ხშირად  ერთ დღეს მოსწავლეები დავალებას ასრულებდნენ, როგორც  ქართულში, მათემატიკაში, ინგლისურში, ხელოვნებაში ასევე სხვა საგნებშიც. ხშირად ამ დავალებების საერთო მოცულობა დიდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ  მასწავლებლები ითვალისწინებდნენ დასვენების დღეებს და მაშინ აძლევდნენ შედარებით დიდი მოცულობის დავალებებს, ვფიქრობთ, რომ მოსწავლეებისთვის დავალების  შესრულება შესაძლოა დამღლელი ყოფილიყო, თუმცა თუ გავითვალისწინებთ კონკრეტულ საგანს მაგალითად  უცხო ენას ინგლისურს დავალების მოცულობა დიდი არ იყო.

3.5.კვლევისვადები

3.6.მონაცემთაანალიზი

კითხვარების ანალიზის დროს  მოვახდინეთ დახურული კითხვების კოდირება (დანართი 1) კითხვების:

1.ასრულებთ თუ არა საშინაო დავალებას?  ID-01

2.რა დროს უთმობთ საშინაო დავალების შესრულებას? ID-02

6.არის თუ არა საშინაო დავალება მოსაბეზრებელი? ID-03

7.მოგსვლიათ თუ არა კონფლიქტი მშობლებთან საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით?- ID-04

8.იყენებთ თუ არა საშინაო დავალების შესრულების დროს იმფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს?= ID-05

9.საინტერესო და მრავალფეროვანია თუ არა საშინაო დავალება?- ID-06

 

 

ID

1.1

1.2

1.3

1.4

 

2.1

2.2

2.3

2.4

2.5

2.6

 

3,1

3.2

3.3

3.4

3.5

3.6

3.7

3.8

 

 

 

ყოველთვის

ხშირად

იშვიათად

არასდროს

ჯამი

20წთ

30წთ

ასთ

90წთ

2სთ

სხვა

ჯამი

Vკლასი

VIკლასი

VIIკლასი

VIIIკლასი

IXკლასი

Xკლასი

XIკლასი

XIIკლასი

ჯამი

 

01

49

35

33

 

117

 

 

 

 

 

 

 

12

17

14

7

8

8

5

11

117

 

02

 

 

 

 

117

 

19

22

32

26

18

117

12

17

14

7

8

8

5

11

117

 

03

 

36

40

44

117

 

 

 

 

 

 

117

12

17

14

7

8

8

5

11

117

 

04

25

26

31

35

117

 

 

 

 

 

 

117

12

17

14

7

8

8

5

11

117

 

05

 

31

43

43

117

 

 

 

 

 

 

117

12

17

14

7

8

8

5

11

117

 

06

43

45

29

 

117

 

 

 

 

 

 

117

12

17

14

7

8

8

5

11

117

 

 

 

ნახ. 1 კითხვარისშედეგები

კოდირების შედეგად გამოვლინდა რომ გამოკითხული მოსწავლეებიდან 49 მოსწავლე,  ყოველთვის ასრულებდა საშინაო დავალებას, რაც საერთო რაოდენობის 84 %-ია , 35 მოსწავლე ხშირად ასრულებს დავალებას, რაც გამოკითხული მოსწავლეების  საერთო რაოდენობის 8 %-ია,33 მოსწავლე იშვიათად ასრულებს დავალებას, რაც გამოკითხული მოსწავლეების  საერთო რაოდენობის 8 %-ია. კითხვაზე: რა დროს ანდომებენ საშინაო დავალების შესრულებას?  19მოსწავლე ანდომებს 30 წთ-ს , რაც საერთო რაოდენობის 12 %-ია, 21 მოსწავლე ანდომებს 1 საათს, რაც საერთო რაოდენობის 24%-ია, 32მოსწავლე ანდომებს 90 წუთს, რაც საერთო რაოდენობის 20 %-ია, 26 მოსწავლე ანდომებს 2 საათს, რაც საერთო რაოდენობის 36 %-ია, 18-მა მოსწავლემ განსხვავებული დრო მიუთითა 10-მა 40 წუთი, 8-მ 3 საათი, რაც საერთო რაოდენობის 8 %-ია. კითხვაზე: არის თუ არა საშინაო დავალება მოსაბეზრებელი?  36 მოსწავლე პასუხობს ხშირად, რაც საერთო რაოდენობის 8 %-ია,  40 მოსწავლე აღნიშნავს, რომ იშვიათად, რაც საერთო რაოდენობის   36%-ია, 40 მოსწავლე აღნიშნავს, რომ დავალება არასდროს არ არის მოსაბეზრეველი, რაც საერთო რაოდენობის 56 %-ია. კითხვაზე: მოგსვლია თუ არა კონფლიქტი მშობელთან საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით?  25 მოსწავლე პასუხობს ყოველთვის, რაც საერთო რაოდენობის 4 %-ია, ერთი მოსწავლე პასუხობს ხშირად, რაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 4 %-ია, 26 მოსწავლე აღნიშნავს, რომ იშვიათად, რაც საერთო რაოდენობის   36%-ია, 31 მოსწავლე პასუხობს , რომ არასდროს, რაც საერთო რაოდენობის 56 %-ია. კითხვაზე: იყენებთ თუ არა  საშინაო დავალების შესრულებისას ისტ? 35 მოსწავლე პასუხობს, რომ ხშირად, რაც საერთო რაოდენობის 12%-ია, 17 მოსწავლე პასუხობს იშვიათად, რაც საერთო რაოდენობის 44%-ია,

კოდირება კლასების მიხედვით კი ასე გამოიყურება:

ნახ.2კითხვარისშედეგები               

 

 

 

ID

1.1

1.2

1.3

1.4

2.1

2.2

2.3

2.4

2.5

2.6

V კლ

 

ყოველთვის

ხშირად

იშვიათად

არასდროს

20 წთ

30 წთ

1 სთ

90 წთ

2 სთ

სხვა

ჯამი

01

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

12

02

 

 

 

 

 

 

4

4

4

 

12

03

 

 

1

5

 

 

 

 

 

 

12

04

 

2

4

6

 

 

 

 

 

 

12

05

 

4

4

4

 

 

 

 

 

 

12

0.6

4

8

 

 

 

 

 

 

 

 

12

ID

1.1

1.2

1.3

1.4

2.1

2.2

2.3

2.4

2.5

2.6

VI კლ

 

ყოველთვის

ხშირად

იშვიათად

არასდროს

20 წთ

30 წთ

1 სთ

90 წთ

2 სთ

სხვა

ჯამი

01

12

 

5

 

 

 

 

 

 

 

17

02

 

 

 

 

 

 

6

3

6

2

17

03

 

4

6

7

 

 

 

 

 

 

17

04

3

 

5

9

 

 

 

 

 

 

17

05

 

3

5

9

 

 

 

 

 

 

17

0.6

8

5

4

 

 

 

 

 

 

 

17

ID

1.1

1.2

1.3

1.4

2.1

2.2

2.3

2.4

2.5

2.6

VII კლ

 

ყოველთვის

ხშირად

იშვიათად

არასდროს

20 წთ

30 წთ

1 სთ

90 წთ

2 სთ

სხვა

ჯამი

01

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

14

02

 

 

 

 

 

 

 

 

8

6

14

03

 

 

8

6

 

 

 

 

 

 

14

04

 

 

8

6

 

 

 

 

 

 

14

05

 

 

8

6

 

 

 

 

 

 

14

0.6

8

6

 

 

 

 

 

 

 

 

14

ID

1.1

1.2

1.3

1.4

2.1

2.2

2.3

2.4

2.5

2.6

VIII კლ

 

ყოველთვის

ხშირად

იშვიათად

არასდროს

20 წთ

30 წთ

1 სთ

90 წთ

2 სთ

სხვა

ჯამი

01

4

3

 

 

 

 

 

 

 

 

7

02

 

 

 

 

 

2

2

2

1

 

7

03

 

 

3

4

 

 

 

 

 

 

7

04

 

 

3

4

 

 

 

 

 

 

7

05

 

 

3

4

 

 

 

 

 

 

7

0.6

4

3

 

 

 

 

 

 

 

 

7

ID

1.1

1.2

1.3

1.4

2.1

2.2

2.3

2.4

2.5

2.6

IX კლ

 

ყოველთვის

ხშირად

იშვიათად

არასდროს

20 წთ

30 წთ

1 სთ

90 წთ

2 სთ

სხვა

ჯამი

01

 4

2

2

 

 

 

 

 

 

 

8

02

 

 

 

 

 

3

 

 

 

5

8

03

 

3

 

5

 

 

 

 

 

 

8

04

 

3

5

 

 

 

 

 

 

 

8

05

 

 2

6

 

 

 

 

 

 

 

8

0.6

 

2

 6

 

 

 

 

 

 

 

8

ID

1.1

1.2

1.3

1.4

2.1

2.2

2.3

2.4

2.5

2.6

X კლ

 

ყოველთვის

ხშირად

იშვიათად

არასდროს

20 წთ

30 წთ

1 სთ

90 წთ

2 სთ

სხვა

ჯამი

01

 

2

2

 

 

 

 

 

 

 

8

02

 

 

 

 

 

3

 

 

 

5

8

03

 

3

 

5

 

 

 

 

 

 

8

04

 

3

5

 

 

 

 

 

 

 

8

05

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

8

0.6

 

2

 6

 

 

 

 

 

 

 

8

 

ID

1.1

1.2

1.3

1.4

2.1

2.2

2.3

2.4

2.5

2.6

XIკლ

 

ყოველთვის

ხშირად

იშვიათად

არასდროს

20 წთ

30 წთ

1 სთ

90 წთ

2 სთ

სხვა

ჯამი

01

 3

1

1

 

 

 

 

 

 

 

5

02

 

 

 

 

 

1

 

 3

 

1

5

03

 

1

 

4

 

 

 

 

 

 

5

04

 

1

4

 

 

 

 

 

 

 

5

05

 

 4

1

 

 

 

 

 

 

 

5

0.6

 

4

1 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

ID

1.1

1.2

1.3

1.4

2.1

2.2

2.3

2.4

2.5

2.6

XIIკლ

 

ყოველთვის

ხშირად

იშვიათად

არასდროს

20 წთ

30 წთ

1 სთ

90 წთ

2 სთ

სხვა

ჯამი

01

 2

3

6

 

 

 

 

 

 

 

11

02

 

 

 

 

 

1

 

 6

 

4

11

03

 

1

 6

4

 

 

 

 

 

 

11

04

 

5

6

 

 

 

 

 

 

 

11

05

 

 5

6

 

 

 

 

 

 

 

11

0.6

 

4

 7

 

 

 

 

 

 

 

11

 

ხოლო, ღია კითხვაზე რის შეცვლას ისურვებდნენ საშინაო დავალებასთან დაკავშირებით?  მოსწავლეების ნაწილი აღნიშნავდა რომ არაფრის შეცვლას ისურვებდა, მოსწავლეები აღნიშნავდნენ ასევე , რომ დავალებები იყოს უფრო ცოტა, სასურველია კომპიუტერის ტექნიკით შესასრულებელ დავალებები, ზოგი მათგანი აღნიშნავდა რომ უმჯობესია მათთვის მეტად გასაგები იყოს დავალებები, აღნიშნავდნენ აგრეთვე, რომ უმჯობესია დავალებები იყოს უფრო საინტერესო.

დანართი 1  მე-10 კითხვა

ნახ. 3კითხვარისშედეგები

დანართი 2-  მშობლების კითხვარის ანალიზისას გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

ნახ.4კითხვარისშედეგები

ნახ5. კითხვარისშედეგები

ნახ.6. კითხვარისშედეგები

რა ფორმით იღებთ ინფორმაციას თქვენი შვილის მიერ შესრულებული საშინაო დავალების ხარისხის შესახებ?

ნახ7. კითხვარისშედეგები

როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილის დაინტერესება საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, გასულ წლებთან შედარებით როგორია?

მშობლების კითხვარების  ანალიზის მიხედვით:  კითხვაზე: რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ თქვენი შვილის მიერ საშინაო დავალების შესრულება? მათი 100% თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ღია კითხვას: რის შეცვლას ისურვებდით თქვენი შვილის საშინაო დავალებასთან დაკავშირებით ? მშობლების მხოლოდ ნაწილმა გასცა პასუხი, 10 მშობელი წერს რომ არაფრის შეცვლას, რაც გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 25 %-ია, 2 მშობელი, რაც საერთო რაოდენობის 8%-ია  წერს, რომ საშინაო დავალებაში ისეთი ელემენტების შეტანას ისურვებდნენ, რომელიც სახალისოს გახდიდა დავალებას და მოტივაციას აუმაღლებდა მათ შვილებს, 1 მშობელი, რაც საერთო რაოდენობის 4%-ია ფიქრობს რომ უმჯობესია სკოლაში მეტი პასუხისმგებლობით მოითხოვონ დავალება, რათა დავეხმაროთ მშობლები და მასწავლებლები ერთმანეთს, 1 მშობელი , რაც საერთო რაოდენობის 4%-ია, გამოთქვამს სურვილს რომ მასწავლებლებმა ისე აუხსნან დავალებები, რომ ბავშვებს არ დასჭირდეთ მშობლის დახმარება.1 მშობელი , რაც საერთო რაოდენობის 4%-ია, გამოთქვამს სურვილს რომ მათი შვილებისთვის საშინაო დავალებები უფრო გასაგები იყოს.მშობლების ნაწილი გამოთქვამდნენ სურვილებს, რომ მათი შვილები უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ დავალებას და უშუალოდ საშინაო დავალების სტრუქტურაში არაფრის შეცვლას არ ისურვებდნენ.

დანართი 3-  მასწავლებლების კითხვარის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

ნახ.8კითხვარისშედეგები

ნახ.9კითხვარისშედეგები

ნახ.10კითხვარისშედეგები

რა სიხშირით აძლევთ მოსწავლეებს საშინაო დავალებას?

ნახ.11კითხვარისშედეგები

თქვენ მიერ მიცემული საშინაო დავალებები მრავალფეროვანია?

ნახ.12. კითხვარისშედეგები

მასწავლებლების კითხვარის საბოლოო ანალიზის შედეგად , კითხვაზე: თქვენს მიერ მიცემული საშინაო დავალებები ინტეგრირეგულია თუ არა იმ მასალასთან? რომელსაც მოსწავლეები სკოლაში გადიან 20 მასწავლებელი, რაც გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 92%-ია ფიქრობს: დიახ, ხოლო 3 მასწავლებელი, რაც საერთო რაოდენობის 8 %- ფიქრობს: ნაწილობრივ. კითხვაზე: ორიენტირებულია თუ არა თქვენს მიერ მიცემული საშინაო დავალების ძირითად მიზნებზე? 13 მასწავლებელი, რაც  გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 100%, ფიქრობს:დიახ. ერთი მასწავლებელი ყოველთვის ითვალისწინებს საშინაო დავალების მიცემისას მოსწავლეთა ასაკს, რაც გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 4%-ია, ხოლო 12 მასწავლებელი ხირად ითვალისწინებს მოსწავლეთა ასაკს, რაც გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 96%-ია.  კითხვაზე იყენებთ თუ არა ჯგუფურ საშინაო დავალებას 9 მასაწავლებელი ხშირად იყენებს, რაც გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 66%-ია, ხოლო 4 მასწავლებელი იშვიათად იყენებს ჯგუფურ დავალებას, რაც გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 34%-ია.მასწავლებლები ღია კითხვების ანალიზისას აღმოჩნდა , რომ გამოკითხული ყველა მასწავლებელი ახდენდა რეაგირებას საშინაო დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსწავლეს აძლევდნენ მითითებას, თუ ამას სისტემატიური სახე ჰქონდა უკავშირდებოდნენ მშობელს და არკვევდნენ მიზეზს. გამოკითხული ყველა მასწავლებელი  შეძლებისდაგვარად ითავალისწინებდა მოსწავლეთა ინტერესს, ზოგი აძლევდა არჩევანის საშუალებას, ითვალისწინებდა მოსწავლეთა შესაძლებლობებს, არჩევდა ისეთ თემებს , რაც მოსწავლეებს მეტად დააინტერესებდა. ხოლო ღია კითხვაზე: როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა ავუმაღლოთ მოსწავლეს მოტივაცია საშინაო დავალების შესასრულებლად? თითქმის ყველა მასწავლებელი აღნიშნავდა ,რომ მეტად უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესი, დავალებები უნდა იყოს მრავალფეროვანი, მოსწავლეებს უნდა მივცეთ პირველ რიგში პოზიტიური, ზუსტი, კონკრეტული და დროული უკუკავშირი.

რაოდენობრივი კითხვარის ანალიზის შემდგომ დავგეგმეთ ფოკუსჯგუფი, მ-6 კლასის მოსწავლეებთან, კლასში 17 მოსწავლეა, ფოკუსჯგუფის მიზანი იყო მიგვეღო უფრო ამომწურავი ინფორმაცია მოსწავლეებისაგან, რადგან კითხვარების შედეგად გამოვლინდა, რომ მეექვსე კლასის 80 პროცენტს უჭირდა ინგლისური ენის  საშინაო დავალების შესრულება და 80 % არ უჭირდა და უპირატესობას ანიჭებდა მათემატიკის დავალების შესრულებას, ფოკუსჯგუფის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეების 60 პროცენტს უჭირდა მათემატიკის დავალების შესრულებაც, ფაქტიურად, შეიცვალა რაოდენობრივი კვლევის  მონაცემი, რის საფუძველზეც ჩაღრმავებული ინტერვიუჩავწერეთ   ინგლისური ენის მასწავლებელთან და მათემატიკის მასწავლებელთან. ფოკუსჯგუფის შედეგად გამოვლინდა, ის რომ მოსწავლეებს ავიწყდებოდათ ხელოვნების, მუსიკის დავალების შესრულება.

ჩაღრმავებული ინტერვიუინტერვიუს მიზანი იყო:  გაგვერკვია  მათი აზრით რატომ უჭირდათ მოსწავლეებს დავალების შესრულება, რა იყო ამის მიზეზი. რა სიხშირით აძლევდნენ საშინაო დავალებას, რა მოცულობით? ინტერვიუს შედეგად გამოვლინდა, რომ მასწავლებლები პროგრამას მიყვებოდნენ დავალების მიცემისას, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ, რომ არ მიეცათ დიდი მოცულობით დავალება, მაგრამ არ თანამშრომლობდნენ კოლეგებთან.

მოსწავლეებთანჩაღრმავებული ინტერვიუ   ინტერვიუს მიზანი იყო გაგვერკვია  საშინაო დავალების შესრულებისას არსებობდა თუ არა მოსწავლეებისთვის „პირველხარისხოვანი“ და „მეორეხარისხოვანი“ საგნები.  რა დროსაც, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მოსწავლეები მეორეხარისხოვან საგნებად თვლიდნენ ხელოვნებას და მუსიკას, მიუხედავად იმისა რომ ამ საგნებში ხშრად დავალება მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, უპირატესობას ანიჭებდნენ ისეთ საგნებში დავალების შესრულებას, რომელიც უფრო „გამოადგებოდათ“.

3.7.კვლევისმიგნებები

მონაცემთა ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:

Ø  მასწავლებლები არ თანამშრომლობდნენ საშინაო დავალებასთან დაკავშირებით.

Ø  საშინაო დავალების ეფქტურად გამოყენების პრინციპების ნაწილობრივ გამოყენება.

Ø  მშობელთა ნაკლები ჩართულობა საშინაო დავალების შერულებისას.

Ø  საშინაო დავალების  შესასრულებლად ნაკლებად ეფექტური გარემო.

3.8კველვისმდგრადობა

კვლევის  შედეგად გამოვლინდა, ის რომ მოსწავლეებს ავიწყდებოდათ ხელოვნების, მუსიკის დავალების შესრულება, მართალია მოსწავლეები არ აკონკრეტებდნენ ამის მიზეზს, მაგრამ  კვლევის ჯგუფს საფუძვლიანი ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ამ საგნებს ისინი შედარებით მეორეხარისხოვნად თვლიდნენ.

3.9.ინტერვენციები:

მონაცემთა ანალიზის შემდეგ დაიგეგმა შემდეგი  ინტერვენციები:

1.სამუშაო შეხვედრაზე კვლევისთვის გამოყენებული ლიტერატურის გაცნობა მასწავლებლებისთვის. კვლევის ჯგუფმა მოვამზადეთ პრეზენტაცია  კვლევაში გამოყენებული ლიტერატურის შესახებ, რომელიც, ჩვენი აზრით დაეხმარებათ მასწავლებლებს, გაზარდონ საშინაო დავალების ეფექტურობა.

2.შეხვედრა მშობლებთან და ფსიქოლოგის რჩევების გაცნობა საშინაო დავალებასთან დაკავშირებით  -  მართალია, მშობლების 96 % თვლის რომ შვილისთვის შესაბამისი გარემო აქვს შექმნილი,ჩავთვალეთრომ მათვის საინტერესო იქნებოდამოგვეწვია ისინი და გაგვეცნო ფსიქოლოგების მიერ მოწოდებული პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მათ შვილებისთვის   საშინაო დავალებების შესასრულებლად გარემოს გაუმჯობესებაში  დაეხმარებათ.

3. სამუშაო შეხვედრა კათედრაზე უცხო ენის მასწავლებლებთან - კვლევის ჯგუფის ინიციატივით გაიმართა  შეხვედრა უცხო ენის მასწავლებლების კათედრაზე, განვიხილეთ საშინაო დავალების ეფექტიანად გამოყენების პრინციპები, კოლეგებმა გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება

4 სამუშაო შეხვედრა კათედრაზე მათემატიკის მასწავლებლებთან - კვლევის ჯგუფის ინიციატივით ასევე, გაიმართა  შეხვედრა მათემატიკის  მასწავლებლების კათედრაზე, განვიხილეთ საშინაო დავალების ეფექტიანად გამოყენების პრინციპები, კოლეგებმა გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება.

5.      სამუშაო შეხვედრა მასწავლებლებთან საშინაო დავალების საერთო სასკოლო წესის შემუშავების შესახებ.

კვლევის ჯგუფმა გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა შეგვემუშავებინა  საშინაო დავალების ერთიანი სასკოლო წესი, ამ მიზნით გავმართეთ სამუშაო შეხვედრა სკოლის მასწავლებლებთან და სკოლის დირექციასთან, საგაკვეთილო ბადის მოდიფიცირების მიზნით, რათა თავიდან აგვეცილებინა საშინაო დავალებების დიდი მოცულობა და  შევიმუშავეთ ერთიანი სასკოლო წესი:

·                  მასწავლებელმა დავალება იმ შემთხვევაში  უნდა მისცემს მოსწავლეს, თუ მის გასწორებას, ან გამოკითხვას მოახერხებს სწრაფად და ზედმიწევნით, ასევე განისაზღვრა ნაშრომის მოსწავლეებისთვის დროული დაბრუნება.

5.ქმედებების/ინტერვენციებისშედეგებისშეფასება

ჩვენი შეფასების მიზანს წარმოადგენდა:

Ø    რამდენად დაეხნმარათ მასწავლებლებს კვლევის მიერ წარმოდგენილი ლიტერატურის პრეზენტაცია.

Ø    რამდენად დაეხმარებათ მშობლებს კვლევის ჯგუფის მიერ წარმოდგენი ფსიქოლოგის რჩევები მათი შვილების საშინაო დავალების შესრულების დროს დახმარების გასაწევად

Ø    სამუშაო შეხვედრები კათედრაზე დაეხმარათ თუ არა ინგლისური ენისა და მათემატიკის მასწავლებლებს.

Ø    საშინაო დაალების საერთო სასკოლო წესის შემოღება დაეხმარათ თუ არა მასწავლებლებს საშინაო დავალების შესრულების ხარისხის გაზრდაში.

ლიტერტურის გაცნობის შემდეგ მასწავლებლებთან ჩავატარეთ ინტერვიუები, ინტერვიუში პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ  წარმოდგენილი ლიტერატურა დაეხმარათ მათ საშინაო დავალების ეფექტურად გამოყენებაში.

ასევეინტერვიუბიჩავატარეთ მშობლებთან,  კითხვარებში მშობლების 96% აღნიშნავდა, რომ მათი შვილებისთვის შესაბამისი გარემო აქვთ შექმნილი საშინაო დავალების შესასრულებლად, მაგრამ ფსიქოლოგების მიერ შემოთავაზებული რჩევების გაცნობის შემდეგ მათ აღნიშნეს ,რომ დაეხმარათ საგრძნობლად გაეუმჯობესებინათ შვილებისთვის გარემო .

კათედრაზე ჩატარებული სამუშაო შეხვედრების შემდეგ ინტერვიუებში  მასწავლებლები აღნიშნავდნენ, რომ გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება, რაც დანერგეს პრაქტიკაში.

ჩავატარეთ ფოკუსჯგუფი მასწავლებლებთან სკოლაში შემოღებული საშინაო დავალების   საერთო სასკოლო წესის შესახებ, რა დროსაც მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ ძალიან დაეხმარათ ამ წესების შემოღება, რადგან მოსწავლეები უფრო მოტივირებულნი არიან, ინტერესით ასრულებენ დავალებას, შესაბამისად გაიზარდა სასწავლო პროცესში საშინაო დავალების ეფექტიანობა და  იმედს გამოთქვამდნენ რომ კიდევ უფრო გაიზრდებოდა ცხრილში განხორცილებული ცვლილების შემდეგ მომავალი სასწავლო წლიდან.

ჩავატარეთ ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან, რომლებიც გამოხატავდნენ თავიანთ შთაბეჭდილებას ხელოვანებზე ნანახი პრეზენტაციის შესახებ, ასევე აღნიშნეს რომ მეტ ინტერეს იჩენენ უკვე ამ საგნების საშინაო დავალებების მიმართ.

5.1.კვლევისნაკლოვანებები

კვლევის ჯგუფის შერჩევა- კვლევის ჯგუფის შედგა მხოლოდ იმ მასწავლებლებისაგან, რომლებსაც, უნდოდათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით პროფესიული განვითრების კუთხით კატეგორიის  ამაღლება, შესაბამისად უფროსი მასწავლებლის პოზიციიდან, წამყვანის კატეგორიაში ასვლა, რის საფუძველზეც კვლევის ჯგუფი შედგა სამი მასწავლებლისაგან, რაც განაპირობებდა მასწავლებლების მაღალ ჩართულობას.

5.2.რეკომენდაციები

სასწავლო წლის დასაწყისში გაკვეთილების ცხრილის შედგენის დროს მომავალი სასწავლო წლიდან, საგნების იმგვარად გადანაწილება, რომ მოსწავლეებს ერთდროულად ბევრი საგნის დავალების შესრულებამ არ მოუწიოს, საგრძნობლად გააუმჯობესებს საშინაო დავალების  შესრულების ხარისხს.

რეკომენდაციები კოლეგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს

v  აქტიურადითანამშრომლეთკოლეგებთან, იხელმძღვანელეთსაშინაოდავალებისეფექტურადგამოყენებისპრინციპებითდადაიცავითსაშინაოდავალებისშესრულებისსაერთოსასკოლოწესი.

v  ეცადეთყოველთვისშესრულოთსაშინაოდავალება, პოზიტიურიკუთხითშეხედოთმას, რადგანსაშინაოდავალებამოსწავლეებსუვითარებსპასუხისმგებლობისგრძნობასდაარაპირდაპირასწავლისდროისმენეჯმენტს, რაცასემნიშვნელოვანიათანამედროვესამყაროში

v  ეცადეთდაიცვათსაშინაოდავალებაზეკვლევაშიგამოთქმულირეკომენდაციები (პასუხისმგებლობისგამომუშავება, წესებისადაპროცედურებისშემუშავება, სამუშაოსივრცისსწორადორგანიზება, სასაუბროლექსიკიდანნეგატივისგამორიცხვადასხვა), რადგანდაგეხმარებათგააუმჯობესოთშვილებისგარემოდამეტადაქტიურადჩაერთოთმათსწავლისპროცესში.

6.დასკვნები

სკოლაში ჩატარებული პრატიკული კვლევის საფუძველზე ( კვლევა მოიცავდა პრობლემების შესწავლის, ცვლილებების დაგეგმვა-განხორცილებისა და შეფასების ეტაპებს) შეგვიძლია დავასკვნათ, რომ V-XII კლასებში საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზებია:

Ø  პედაგოგთა შორის საშინაო დავალებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა.

Ø  მასწავლებლების  მხრიდან საშინაო დავალების ეფექტურად გამოყენების პრინციპების ნაწილობრივ გამოყენება.

Ø  მშობლების მხრიდან საშინაო დავალების შესასრულებლად ნაკლებად ეფექტური გარემოს არსებობა.

Ø  მშობელთა ნაკლები ჩართულობა შვილების საშინაო დავალების შესრულების პროცესში.

Ø   საგნებისთვის „მეორეხარისხოვანის“ იარლიყის მიწებება .

ვთვლით, რომ კვლევის პროცესში  გამოიკვეთილი  მიზეზი , რომ  მასწავლებლები არ უცვლიან ერთმანეთს მოსაზრებას საშინაო დავალებასთან დაკავშირებით, არ თანხმდებიან მოცულობასა და ფორმაზე. შესაძლოა ამან გამოიწვიოს ის, რომ მოსწავლესთვის საერთო ჯამში მიცემული დავალებების რაოდენობა იყოს მოცულობითი და ერთფეროვანი, რამაც შესაძლოა მისი დემოტივაცია გამოიწვიოს.ასევე ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მშობელთა ნაკლები ჩართულობა, რადგან თუ მშობელი იჩენს ნაკლებ ინტერსს შვილის სწავლის პროცესის მიმართ ეს აისახება მოსწავლეთა ინტერესის კლებაზე.

7.რეფლექსია

რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარებაზე

ქიმიის მასწავლებელი მაია აბესაძე

 

საჩხერის უნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლაში 2018 წლის იანვრიდან -ივნისამდე , ინგლისურისა და გეოგრაფიის მასწავლებელთან ერთად განვახორციელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე ,, საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები და  მათი გადაჭრის გზები’’

კვლევის მიზანი იყო საშინაოდავალებისშესრულებასთანდაკავშირებულიპრობლემებისგამომწვევიმიზეზებისდადგენა, პრობლემისგადაჭრისოპტიმალურიგზებისგამონახვა, შესაბამისიინტერვენციებისდაგეგმვა, განხორციელებადამიღწეულიშედეგებისშეფასება.მიღებული შედეგი დადებითია და ვთვლი რომ შეიძლებოდა მისი კოლეგებთან გაზიარება.

 

 პრობლემის გაანალიზებისა და კვლევის მიზნის დასახვის შემდეგ გავეცანი ლიტერატურას ამ საკითხთან დაკავშირებით,რამაც უფრო გამიადვილა მუშაობა კვლევის პროცესში პრობლემების მიზეზების დადგენაში,კარგად გამოვიყენეთ ინტერვიუს, ფოკუსჯგუფის,გაკვეთილებზე ფოკუსირებული დაკვირვებისა და კითხვარის მეთოდები. კვლევის პროცესში ინფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე შევიმუშავეთ მრავალფეროვანი ინტერვენციები. ინტერვენციებმა ცხადყო, თუ მოსწავლეებს შეუქმნით სასიამოვნო გარემოს, ხშირად ჩავრთავთ სხვადასხვა სახის კონკურსებში, რაც მოტივაციის ამაღლების კარგი საშუალებაა, შედეგი ნამდვილად თვალსაჩინო იქნება.

   საკვლევი თემა, როგორც ჩემთვის ასევე სკოლის სხვა მასწავლებლებისთვის ინტერესიის სფეროს წარმოადგენდა, მთელი კვლევის განმავლობაში, ასევე მისი დასრულების შემდეგაც უკუკავშირს ვიღებდი კოლეგებისგან, მინდა ავღნიშნო, რომ კოლეგა მასწავლებლები კვლევის დასაწყისშივე ჩავაყენე საქმის კურსში და საინტერესო იდეები მომაწოდეს კვლევასთან დაკავშირებით. კვლევის დასრულების შემდეგ საბუნებისმეტყველო კათედრაზე მოვახდინე კვლევის პრეზენტაცია სადაც დეტალურად განვიხილეთ კვლევის ეტაპები: მეთოდები, ინტერვენციები, კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები, დასკვნა. შედეგები წარვუდგინე როგორც კოდირებული მონაცემებით, ისე ცხრილებისა და დიაგრამების სახით, ღია კითხვები მოვიყვანეთ ფაქტი, ციტატა კომენტარის სახით. აღნიშნეს რომ მიესალმებიან მსგავსი კვლევების ჩატარებას. მასწავლებლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ჩვენი შრომისმოყვარეობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა კვლევის შედეგებზეც აისახა, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა მათ შორის, აღნიშნეს, რომ კვლევა ძალიან კარგი იყო, ეხებოდა მათთვის აქტუალურ თემას, იყო დროული და საგრძნობლად დაეხმარათ უკვე სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდაში. კოლეგათა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემა მათაც აქვთ,ამიტომ პრობლემა ნამდვილად აქტუალური იყო ყველა მასწავლებლისათვის. კვლევაში წარმოდგენილმა დიაგრამებმა მათთვის უფრო ადვილი აღსაქმელი გახადა გამოკითხვის შედეგები, ვფიქრობ, ჩემსა და კოლეგებს შორის ნამდვილად შედგა ეფექტური უკუკავშირი.

       ჩემს, ინგლისურისა და გეოგრაფიის მასწავლებლის შრომას ნამდვილად მოჰყვა დადებითი შედეგი, ამიტომ ვურჩევ კოლეგა მასწავლებლებს, გაითვალისწინონ კვლევაში დაფიქსირებული შედეგები დარწმუნებული ვარ,  უკეთესი შედეგი ექნებათ მოსწავლეთა საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით.

 

8.ბიბლიოგრაფია

1.      გაბაშვილი მ . (2010).  საშინაო დავალება, ეფექტიანი  სწავლება თეორია და პრაქტიკა,  . კუტალაძე, 147-162 ,თბილისი, გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტი

2.      ზურაბიშვილი. თ. (2006). თვისობრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში. სოციალურ მეცნიერებათა სერია. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.

3.      ინასარიძე.მ. , ლობჟანიძე.ს., რატიანი.მ, სამსონია.ი. (2016) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწ. II..მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

4.      ლომიძე.ნ.(2015) საშინაო დავალება დასჯა არ არის(რეკომენდაციები მშობლებსა და მასწავლებლებს) http://mastsavlebeli.ge/?p=1779

5.      წულაძე.ლ. (2008). რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა სერია. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.

 

 

 

 

 

 

9.დანართები:

დანართი 1- კითხვარიმოსწავლეებისათვის

მოგესალმებით!

საჯარო სკოლის პედაგოგები ვატარებთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას თემაზე: „საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები და  მათი გადაჭრის გზები.“  თქვენი როგორც მოსწავლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვაზე სახელისა და გვარის მითითება.

1.      ასრულებთ თუ არა საშინაო დავალებას?

o   ყოველთვის

o   ხშირად

o   იშვიათად

o   არასდროს

2.      რა დროს უთმობთ საშინაო დავალების შესრულებას?

o   20. წთ

o   30 წთ

o   1 საათი

o   90 წთ

o   2 საათი

o   სხვა ( ჩაწერეთ)----------------------------- 

3.      რომელი საგნის ( საგნების) საშინაო დავალებას ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?

--------------------------------------------------------------------------------------------------------გეხმარებათ თუ არა მშობელი საშინაო დავალების შესრულებაში, როგორ?

--------------------------------------------------------------------------------------------------------რომელი საგნის (საგნების)საშინაო დავალების შესრულება გიჭირს?

--------------------------------------------------------------------------------------------------------არის თუ არა საშინაო დავალება მოსაბეზრებელი?

o   ყოველთვის

o   ხშირად

o   იშვიათად

o   არასდროს

4.      მოგსვლიათ თუ არა კონფლიქტი მშობლებთან საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით?

o   ყოველთვის

o   ხშირად

o   იშვიათად

o   არასდროს

5.      იყენებთ თუ არა საშინაო დავალების შესრულების დროს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს?

o   ყოველთვის

o   ხშირად

o   იშვიათად

o   არასდროს

6.      საინტერესო და მრავალფეროვანია თუ არა საშინაო დავალება?

o   ყოველთვის

o   ხშირად

o   იშვიათად

o   არასდროს

7.      რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ საშინაო დავალების შესრულება?

o   ძალიან მნიშვნელოვნად

o   მეტნაკლებად მნიშვნელოვნად

o   უმნიშვნელოდ

8.      რის შეცვლას ისურვებდით საშინაო დავალებებთან დაკავშირებით?

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გმადლობთ მონაწილეობისათვის!

 

 

 

 

დანართი 2-კითხვარიმშობლებისათვის

მოგესალმებით!

საჯარო სკოლის პედაგოგები ვატარებთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას თემაზე: „საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები და  მათი გადაჭრის გზები“ თქვენი როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვაზე სახელისა და გვარის მითითება.

1.      ეხმარებით შვილს საშინაო დავალების შესრულებაში?

o   ყოველთვის

o   ხშირად

o   იშვიათად

o   არასდროს

2.      გაქვთ თუ არა შვილისთვის შექმნილი შესაბამისი გარემო საშინაო დავალების შესასრულებლად?

o   დიახ

o   არა

o   ნაწილობრივ

3.      რა ფორმით იღებთ ინფორმაციას თქვენი შვილის მიერ შესრულებული საშინაო დავალების ხარისხის შესახებ?

o   დავდივარ სკოლაში

o   მაქვს სატელეფონო კავშირი  მასწავლებლებთან

o   ვათვალიერებ შესრულებული დავალების შეფასებას

o   სხვა----------------------------------------------------------

o   არ ვიღებ ინფორმაციას

4.      რა სიხშირით იღებთ ინფორმაციას თქვენი შვილის მიერ შესრულებული საშინაო დავალების ხარისხის შესახებ?

o   კვირაში ერთხელ

o   თვეში ერთხელ

o   სემესტრში ერთხელ

o   სხვა --------------------------------------------------------------

5.      როგორ ფიქრობთ,  თქვენი შვილის  დაინტერესება საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, გასულ წლებთან შედარებით როგორია?

o   უკეთესი

o   უარესი

o   არ იგრძნობა განსხვავება

6.      მოგსვლიათ თუ არა კონფლიქტი შვილთან საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით?

o   ყოველთვის

o   ხშირად

o   იშვიათად

o   არასდროს

7.      რა დროს ანდომებს თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას?

o   20 წთ

o   30 წთ

o   1 სთ

o   90 წთ

o   2 სთ

o   სხვა --------------------------------

8.      არის თუ არა თქვენი შვილი მოტივირებული საშინაო დავალების შესასრულებლად

o   დიახ

o   არა

o   ნაწილობრივ

9.      რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ თქვენი შვილის მიერ საშინაო დავალების შესრულება?

o   ძალიან მნიშვნელოვნად

o   მეტნაკლებად მნიშვნელოვნად

o   უმნიშვნელოდ

10.  რის შეცვლას ისურვებდით თქვენი შვილის საშინაო დავალებასთან დაკავშირებით?

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გმადლობთ მონაწილეობისათვის!

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3- კითხვარიმასწავლებლებისათვის

მოგესალმებით!

საჯარო სკოლის პედაგოგებივატარებთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას თემაზე: „საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები და  მათი გადაჭრის გზები „  თქვენი როგორც მასწავლებლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვაზე სახელისა და გვარის მითითება.

1.      ითვალისწინებთ თუ არა მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს საშინაო დავალების მიცემის დროს?

o   დიახ

o   არა

o   ნაწილობრივ

2.      ასწორებთ თუ არა საშინაო დავალებას სწრაფად და ზედმიწევნით?

o   ყოველთვის

o   ხშირად

o   იშვიათად

o   არასდროს

3.      თქვენს მიერ მოსწავლეებისთვის მიცემული საშინაო დავალებები ინტეგრირებულია თუ არა იმ მასალასთან, რომელსაც მოსწავლეები სკოლაში გადიან?

o   დიახ

o   არა

o   ნაწილობრივ

4.      ორიენტირებულია თუ არა თქვენს მიერ მიცემული საშინაო დავალებები სასწავლო გეგმის ძირითად მიზნებზე?

o   დიახ

o   არა

o   ნაწილობრივ

5.      ახდენთ თუ არა რეაგირებას საშინაო დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, როგორ? (ჩაწერეთ)

--------------------------------------------------------------------------------------------------------

6.      საშინაო დავალების მიცემის დროს ითვალისწინებთ თუ არა მოსწავლეთა ინტერესს? როგორ?

--------------------------------------------------------------------------------------------------------საშინაო დავალების მიცემის დროს ითვალისწინებთ თუ არა მოსწავლეთა ასაკს?

o   ყოველთვის

o   ხშირად

o   იშვიათად

o   არასდროს

7.      იყენებთ თუ არა ჯგუფორ საშინაო დავალებებს?

o   ყოველთვის

o   ხშირად

o   იშვიათად

o   არასდროს

8.      რა სიხშირით აძლევთ მოსწავლეებს საშინაო დავალებას?

o   ყველა გაკვეთილზე

o   კვირაში ორჯერ

o   კვირაში ერთხელ

o   სხვა   ( ჩაწერეთ)----------------------------------------- 

9.      თქვენს მიერ მიცემული საშინაო დავალებები მრავალფეროვანია?

o   დიახ

o   არა

o   ნაწილობრივ

10.  რა ფორმით აწვდით ინფორმაციას მოსწავლის მშობელს შესრულებული საშინაო დავალების ხარისხის შესახებ?

o   მაქვს სატელეფონო კავშირი

o   საშინაო დავალებეს რვეულში ვუწერ შეფასებებს

o   ვიბარებ სკოლაში

o   არ ვაწვდი ინფორმაციას

o   სხვა--------------------------

11.  როგორ ფიქრობთ,  როგორ უნდა აუმაღლოთ მოსწავლეს მოტივაცია საშინაო დავალების შესასრულებლად?

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------გმადლობთ მონაწილეობისათვის!