понедельник, 21 октября 2019 г.

გეოგრაფიის წრე


სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო   სკოლაში 2019 -2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან VIII კლასის მოსწავლეთათვის ფუნქციონირება დაიწყო გეოგრაფიის წრემ
I
სემესტრი
წრის სახელწოდება - “ნორჩი  გეოგრაფები
საწრეო მუშაობის მიზანია : მოსწავლეებმა გაიმდიდრონ ცოდნა გეოგრაფიაში, გაიაზრონ ადგილობრივი გარემო და დაკვირვების შედაგად შეიმეცნონ სამყარო.
წრის დანიშნულებაა :გააღრმავოს და გააფართოოს გეოგრაფიული ცოდნა, აამაღლოს მოსწავლეების ინტერესი და მოტივაცია, გამოავლინოს მათი უნარ-ჩვევები და დაეხმაროს პროფესიის არჩევაში. მოსწავლეები გაიმყარებენ და გაამთლიანებენ ცოდნას, რის საფუძველზეც შეძლებენ ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას. ისინი შეისწავლიან გეოგრაფიის საფუძვლებს, ზოგად კანონზომიერებებს, გლობალური პრობლემების გეოგრაფიულ ასპექტებს და ამ პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებს. მასალის ათვისების შედეგად მათ ექნებათ საკმარისი ცოდნა დღევანდელ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე და მოვლენებზე, ბუნებრივ თუ ტექნოგენურ კატასტროფებზე. მოზარდს განუვითარდება უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარება სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური ინტერესები და მისი ქვეყნის ადგილი, ფუნქცია დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში. ამ თემების გაცნობიერება და ანალიზი მისცემს მოსწავლეებს სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური ქმედების შესაძლებლობას.
გეოგრაფიის წრის მუშაობის ძირითადი მიზნები:
1. კომუნიკაციის უნარების განვითარება.
2. სხვისი აზრის მოსმენა და შეფასება.
3. ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება.
4.
ცოდნის მარაგის გამდიდრება.
5.
საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.
6.
ინფორმაციის მოძიების უნარი.
7.
მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენის უნარი.
8.
ანალიზის და დასკვნების გაკეთების უნარი.
9.
ყოველდღიურ ცხოვრებაში გეოგრაფიის გამოყენების აუცილებლობის ჩვენება.
წრის აქტუალობა: დაეხმაროს მოსწავლეებს
·
გეოგრაფიის სწავლებაში;
·
სიძნელეებისადმი შიშის დაძლევაში;
·
სწავლისადმი ინტერესის გაღვივებაში;
·
ოპერატიულობის უნარის განვითარებაში;
·
გუნდურობის უნარის განვითარებაში;
.
შემოქმედებიდან აღიქვან სწავლების პროცესი;
მოსალოდნელი შედეგები
·
გააქტიურებული და მიზანდასახული მოსწავლეების ჩამოყალიბება;
·
საკუთარი სწავლის პროცესით დაინტერესებული მოსწავლეების განვითარება;
·
გეოგრაფიის ცოდნის აუცილებლობის გაცნობიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
წრის მუშაობის საჭირო ძირითადი რესურსები:
 სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის რუკები
·
საკანცელარიო ნივთები;
·
მაგნიტური დაფა, მარკერი;
·
პროექტორი, პროექტორის დაფა, ფოტოაპარატი;
·
კომპიუტერი,
·,
თაბახის ფურცელები, ფლომასტერი;
·
სხვადასხვა სახის დამხმარე გეოგრაფიული ლიტერატურა.
წრის მუშაობას გაუძღვება მასწავლებელი: მაია შუკაკიძე
შეხვედრები ჩატარდება 22 ოქტომბრიდან - ყოველ სამშაბათს 15:00 საათიდან 16:00 საათამდე სკოლაში .
წრის სამუშაო გეგმა (2019-2020..)
I
სემესტრი
22 ოქტომბერი --- პირველი შეხვედრა
მსოფლიოს ყველაზე დიდი ნაგებობანი
29 ოქტომბერი --- მეორე შეხვედრა
საქართველოს მოგზაურები
5 ნოემბერი --- მესამე შეხვედრა
ეკოლოგიური პროცესები
12 ნოემბერი --- მეოთხე შეხვედრა
სოფლის ეკოლოგიური პრობლემები
19 ოქტომბერი --- მეხუთე შეხვედრა
ბუნება საფრთხეშია
26 ნოემბერი --- მეექვსე შეხვედრა
მსოფლიო მნიშვნელობის ბუნების ძეგლები
3 დეკემბერი --- მეშვიდე შეხვედრა
ტურიზმი საქართველოში
10 დეკემბერი --- მერვე შეხვედრა
თანამედროვე ქალაქები
17 დეკემბერი --- მეცხრე შეხვედრა
კედლის გაზეთის გამოშვება
24 დეკემბერი --- მეათე შეხვედრა
სტიქიური მოვლენები