სასწავლო შემეცნებითი ღონისძიებები


სასკოლო პროექტი:          „რა, სად, როდის ?“

პროექტის მიზანი:
* სკოლის მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლება
პროექტის ამოცანები:
·        მოსწავლეებში წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება
·        მოსწავლეების მოტივირება და ნიჭიერთა წარმოჩენა
·        სკოლის მოსწავლეების ერთმანეთთან  დაახლოვება
·        ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და მოსწავლეების თვითრეალიზაციის ხელის შეწყობა.

პირველ ეტაპზე  ვიქტორინას ჩავატარებთ მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებს შორის.
კითხვის დასმის შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ დრო, 1 წთ, რათა დააფიქსირონ  პასუხები. კითხვა ჩნდება ასევე მონიტორზეც და მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ კითხვა არა მარტო მოისმინონ. არამედ ნახონ კიდეც. დაფა დაყოფილია იმდენ ნაწილად , რამდენი გუნდიცაა. ყველა გიუნდის პასუხი ფიქსირდება დაფაზე „+“ ან „- „ ნიშნით. ჯგუფები პასუხებს წერენ ფურცლებზე, რომლებიც დაურიგდათ.
გაცემული სწორი პასუხების მიხედვით გამარვებული იქნება გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტი სწორი პასუხი დააგროვა.მომზადებული მაქვს ასევე შეკითხვები ლიდერებისთვის, თითოეულს 5 კითხვა. წარმატებულია ლიდერი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემს.
 წარმატებული  გუნდებიდან და ლიდერებიდან შეირჩევა ექვსი მოსწავლე , რომელიც სკოლას წარადგენს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატში ინტელექტუალურ თამაშში  „რა, სად, როდის“
დეკემბრის თვეში შეჯიბრს ჩავატარებთ ასევე მე-7, მე-8 კლასებში


ანგარიში  ღონისძიებისა „რა, სად, როდის“
რომელიც ხორციელდება ქორეთის საჯარო სკოლაში
IX ;   X ;   XI ;   კლასებს შორის.
ღონიძიების   ხელმძღვანელები:
 სკოლის დირექტორი : ნ.გრძელიშვილი
გეოგრაფიის  მასწავლებელი: მ.შუკაკიძე

ღონისძიების თარიღი:   18.12.2014
პროექტის მიზანი:  სკოლის მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლება
პროექტის ამოცანები:

 მოსწავლეთა წიგნიერების და ცოდნის წახალისება
მოსწავლეთა მოტივირება და ნიჭიერთა წარმოჩენა
სკოლის მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოვება
ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და მოსწავლეების თვითრეალიზაციის ხელის შეწყობა.
     ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  სამი კლასის წარმომადგენლები. ყოველი კლასი წარმოადგენდა ცალკეულ ჯგუფს.
ღონისძიებას უძღვებოდა მ. შუკაკიძე.  ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: სკოლის დირექტორი ნ.გრძელიშვილი, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე  ვ. რაზმაძე,მასწავლებელი მ.აბესაძე.

ყოველ გუნდს ჰყავდა ერთი მეთვალყურე, რომელისც აცხადებდა  ჯგუფის პასუხებს.
ღონისძიების მსვლელობა : წამყვანი კითხულობდა კიოთხვას. გუნდები ერთი წუთის განმავლობაში პასუხს წერდნენ ფურცელზე და გადასცემდნენ მეთვალყურეს, რომელიც წამყვანის მინიშნების შემდეგ აცხადებდა ჯგუფის პასუხს.მას შემდეგ, რაც ყველა მეთვალყურე გამოაცხადებდა შესაბამისი ჯგუფის პასუხს, წამყვანი აცხადებდა სწორ ვერსიას ჯგუფების მიერ გაცემული პასუხების სისწორე ფიქსირდებოდა დაფაზე.
ჯგუფებმა უპასუხეს 24 შეკითხვას. ამის შემდეგ დაიწყო მეორე ტური რომელშიდაც მონაწილეობას იღებს პირველი სამი გუნდი, შემდეგ იწყება ლიდერების კონკურს.ყოველ ლიდერს უნდა პასუხი გაეცა ხუთ კითხვაზე, მეორე ტურისა და ლიდერების ტურის ქულები ერთმანეთს დაემატა და გამოვლინდა გამარჯვებული X-კლასის I- გუნდი რომლებიც დაჯილდოვდნენ პრიზებით და სიგელებით.
მოსწავლეებმა  აღნიშნეს, რომ ღონისძიება საკმაოდ საინტერესო იყო, მათ ბევრი რამ გაიგეს ახალი , მოსინჯეს საკუთარი ძალები , დარწმუნდნენ საკუთარ და სხვების შესაძლებლობებში, ახლა უკვე იციან , თუ რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა იმუშაონ,  რომ უკეთესად  წარსდგნენ  კვლავ ასეთ ღონისძიებებზე.




                                                რა? სად?  როდის?
1.   იტალიის რომელი ქალაქის სახელწოდება ითარგმნება ლათინურიდან როგორც „აყვავებული“

2. რა ჰქვია ახალგაზრდულ მოძრაობას , რომლის დევიზია“ იცხოვრე ჩქარა, მოკვდი ახალგაზრდა“ 

3 . ისინი პირველად  გაჩნდა  ძველ ეგვიპტეში და ჰქონდათ   მრგვალი  და  სამკუთხედის ფორმები. შემდეგ   ისინი   დაავიწყდათ  და  გაახსენდათ ლუდოვიკო  მე-16 ეს  ეპოქაში, მისცეს რა მათ კვადრატული ფორმა. რა ნივთია ეს, რომელიც თქვენ შეგიძლიათ  აღმოაჩინოთ   თეთრეულის გარდერობში?
4.   სინამდვილეში ამ ქალაქმა მიიღო თავისი სახელწოდება არა მისი აღმშენებლის სახელის მიხედვით, არამედ იმის გამო, რომ მისი აღმშენებელი ფიქრობდა, რომ ეს ქალაქი იყო ქვეყნის მთავარი გასაღები უცხოელებთან ურთიერთობაში. რომე  ქალაქია ეს?
5.  მანამდე, სანამ კოკო შანელი შემოიტანდა მას მოდაში, ის არ იყო ასე სასურველი, პირიქით, ის მიუთითებდა ადამიანის დაბალ წარმომავლობასა და მის მიერ შესრულებულ მძიმე სამუშაოზე.სხვათაშორის, სპეციალისტების აზრით, ეს მალევე გავა მ ოდიდან, ჯანმრთელობისათვის მავნებლობის გამო. რაზეა საუბარი?

6.   ამ სიკვდილის იარაღის გამოყენებას მიაწერენ ეკატერინე მედიჩს. ეს იარაღი საკმაოდ პოპულარულია დეტექტივებში, რადგანაც საერთოდ არ ტოვებს კვალს. სანკტ-პეტერბურგში მხოლოდ აპრილის ერთ დღეში მისგან დაშავდა 13 ადამიანი და ერთი დაიღუპა. რა არის ეს?

7.  დაასახელეთ  ნივ თი, რომელიც ფრანგების აზრით, ბრწყინვალეა , მაგრამ ოქრო ნამდვილად არ არის.

8.  დაასახელეთ ერთადერთი ძუძუმწოვართა შორის, რომელიც დაფრინავს.

9.  რას უწოდებდა ალექსანდრე დიუმა(შვილი) კარგ მოსამსახურეს და ცუდ ბატონს.

10 .არაბულად  ეს ასიტყვა ითარგმნება როგორც „ანგარიში“. რა სიტყვაა ეს?
11   . 1955 წელს ბატონმა რეი კროკმა ნახა, როგორ ჭრიან ძმები მაკი და დიკი ბოსტნეულს და აკეთებენ შესანიშნავ ბუტერბროდს. კონტრაქტი დაიდო მომენტალურად, ხოლო ძმების გვარს თქვენ დაასახელებთ ერთ წუთში.


12  . მათ, ვინც ეს ქვეყანა აღმოაჩინეს, ამ ქვეყნის ერთ-ერთ რაიონს უწოდეს „ ყინულოვანი ქვეყანა“. შემდგომში კი მთლიანად მას დაერქვა ეს სახელი. რა ქვეყანაა ეს?


13. ეს გამოიგონეს ძვირფასი საჩუქრების - სუნამოებისა და საიუველირო ნაწარმის შესაფუთად. ჩვენს დროში ის არის თითქმის ყველაზე მთავარი ნაგავი, შეინარჩუნა რა თავისი ფუნქციური დატვირთვა. რა არის ეს? 


14. . ბავარიელმა მეჯღანემ, ადოლფ დასლერმა პირველად სპორტული ფეხსაცმელი შეკერა 1920 წელს, სიცოცხლის ბოლომდე სპორტული აღჭურვილობის სფეროში მან დააგროვა 700 პატენტი. რომელი ფირმა დაარეგისტრირა მან 1948 წელს? 

15. ეს სიტყვა აღებულია კათოლიკური ეკლესიის დამკრძალავი ლოცვიდან და ნიშნავს „მუდმივ სიმშვიდეს“. რა სიტყვაა ეს?




                                                                   II-ტური

v  რა ჰქვია პატარა კუნძულების დაჯგუფებას.

v  2. რას ეძახიან აუქციონზე გასატან   ნივთს .

v  რა ჰქვია ვულკანური წარმოშობის ცხელ წყაროს?.

v  რისი სახეობებია : ნუსხური, ასომთავრული, მხედრული? .

v  საქართველოს რომელი კუთხეა ცნობილი ლობიანით .

v  რა ჰქვია ადგილს უდაბნოში, სადაც წყალია და მცენარეულობა ხარობს.

v  რა ჰქვია მტრედის ნაშიერს?  .

v  რას შეისწავლის ჰერალდიკა? .

v  რომელი პრიზით აჯილდოვებენ ბერლინალეს კინოფესტივალზე?

v  რა ჰქვია ფოტოგრაფს, რომელიც მალულად უღებს სურათებს ცნობილ პიროვნებებს.


v  რა ჰქვია საბაჟო შემოწმების გვერდის ავლით შემოტანილ საქონელს?

v  რა ჰქვია ცხენის აღკაზმულობის რკინის რკალს, რომელშიც  ცხენოსანს ფეხი აქვს გაყრილი .

v  რას ნ იშნავს სიტყვა დეგუსტაცია .

v  რომელი ფილოსოფოსი ცხოვრობდა კასრში.

v  რაში გაცვალა თამარ მეფემ შამქორის ბრძოლაში ტყვედ წამოყვანილი ერთ-ერტთი სულთანი? .

v  სად არის დაკრძალული მეფე ერეკლე მეორე .

v  ხალხური გამონათქვამის მიხედვით, ვის თავზე კითხულობენ სახარებას?.

v  რა ჰქვია დიდმარხვის ბოლო კვირას .

v  რომელ ქალაქში მდებარეობს გოდების კედელი.

v  რომელი ლიტერატურული გმირი ებრძოდა ქარის წისქვილებს? .




              ლიდერი 1


v  იგივეა, რაც კომპლიმენტი      

v  რა ეწოდება მდინარის დატოტვილ შესართავს?  


v  რას უწოდებენ ნორჩ სპორტსმენს?     


v  რა ეწოდება პირს, რომელიც არ ამხელს ავის ვინაობას?   


v  5.                         რას ნიშნავს   „გეორგია“   





                                                            ლიდერი 2

v  ბავშვობის რომელი თამაში დარჩა აკაკი წერეთელს მეხსიერებაში ყველაზე მეტად?


v  არგონავტების თქმულების მიხედვით, რა ერქვა მედეას მამას? 



v  რისი გამოსახულება ითვლება საექიმო პროფესიის ემბლემად?



v  რომელი ხის ფოთლებით იკვებება აბრეშუმის ჭია?       


v  რომელი დედოფლის სახელი ჰქვია მსოფლიოში ცნობილ ბაღებს?


                                                    ლიდერი 3

v  რომელი ქალაქი დაფარა ვულკან ვეზუვიდან ამოფრქვეულმა ლავამ?


v  რა ჰქვია კოსმონავტის ტანსაცმელს?   


v  საქართველოს რომელ ქალაქში მდებარეობს დადიანების სახლ- მუზეუმი?


v  რომელი მწერლის ინიციატივით აშენდა თბილისში ახალგაზრდული პარკი „მზიური“ 

v  ხალხური გამონათქვამის მიხედვით, ვის თავზე კითხულობენ სახარებას?




პასუხები

 II-ტური
v  არქიპელაგი
v  2 .ლოტს
v  გეიზერი
v  ქართული ანბანის
v  რაჭა
v  ოაზისი
v  7 .ხუნდი
v  გერბებს
v  9 .ოქროს დათვით
v  10. პაპარაცი
v  11. კონტრაბანდა
v  12. უზანგი
v  13. დაგემოვნებას
v  14. დიოგენი
v  15. ცხენის ნალში
v  16. სვეტიცხოველში
v  17. მგლის
v  18. ვნების
v  იერუსალიმში
v  დონ კიხოტი

                  ლიდერი 1


v  .  ქათინაური
v  2.    დელტა
v  3.   იუნიორს
v  4 .ინკოგნიტო
v  მიწათმოქმედების ქვეყანას
         ლიდერი 2
v  ქორობია
v  იაზონი
v  გველის
v  თუთის  
v  5 .სემირამიდას
         ლიდერი 3
v  1 .პომპეი 
v  2. სკაფანდრი
v  3.  ზუგდიდში
v  ნოდარ დუმბაძის
v  5 .მგლის











VII-VIIII-კლასებს შორის კონკურსი    
         რა? სად? როდის?

რა? სად? როდის?                       VII-VIII-კლასები
I-ტური


1.როგორი ფერია მწვანე-ცივი თუ თბილი?

2.ერთ ჯოხს ორი ბოლო აქვს რამდენი ბოლო ექნება ერთნახევარ ჯოხს?

3.ვის დაალევინეს ღვინო ძალით ჩხიკვთა ქორწილში?

4.როდის მოხდა დიდგორის ბრძოლა?

5.რას იტყვიან მეტიჩარა ადამიანზე?

6.რომელ ცხოველს ძინავს თვალგახელილი?

7.ერა ჰქვია იმ აირს, რომელსაც გაზიანი წყლების დასამზადებლად იყენებენ?

8.მერამდენე დღეს შექმნა ღმერთმა ადამიანი?

9.რომელი ქვეყანაა კალათბურთის სამშობლო?

10.რა ჰქვია ბილიარდის ჯოხს?
11.ვის სახელს ატარებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია?

12.ვინ არის ავტორი ცნობნილი სურათისა ,,ჯოკონდა“?

13.სად უფრო მეტია კუთხეების რაოდენობა:5 სამკუთხედში თუ 4 ოთხკუთხედში?
II-ტური
1.რა ქვია ზღვის ყაჩაღს?

2.რომელი შხამიანი არსება იკბინება კუდით?3.რა ესაზღვრება საქართველოს დასავლეთით?

4.რა ასხია თერმომეტრში?

5.რომელი ქართველი მწერალი წერდა იგავარაკებს?

6.რამდენით  გაიზრდება ორნიშნა რიცხვი თუ მარცხნიდან მიუწერთ სამს?

7.ვინ იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი?

8.რა ჰქვია ტყემლის, ვაშლის, ჭანჭურის,გახეხილ და გამშრალ მასას?

9.რომელ ხალხურ სანახაობას უკავშირდება ქართული თეატრის ისტორია?

10.სად აქვს მოთავსებული პეპლებს გემოვნების ორგანო?

11.რომელ კონტინენტზე წარმოიშვა ისლამი?

12.რომელ ტაძარშია დაფლული უფლის კვართი?

13.რომელი ქვეყნიდან იყო წმინდა ნინო?
14.დედამიწაზე რამდენი პროცენტი უკავია წყალს და რამდენი ხმელეთს?
15.რა ჰქვია ადამიანს, რომელსაც ფერების გარჩევა არ სეუძლია?
16.რომელ ქალაქში მდებარეობს ლუვრის მუზეუმი?


ლიდერების კონკურსი

1.  რა  ერქვა  პირველ  ქართველ  ქრისტიან მეფეს?
2.  რომელია  ყველაზე  დიდი  მაიმუნი?
3.  რომელია  დასავლეთ  და  აღმოსავლეთ  საქართველოს გამყოფი ქედი?
4.  სად არის საქართველოში შემონახული უძველესი წარწერა?
5.  კალათში არის  2 კგ. ვაშლი ,  3კგ. მსხალი,  5კგ. ქლიავი. მთელი  ხილის  რამდენი  პროცენტია  ვაშლი?

 


პასუხები
I-ტური

1.     თბილი
2.     4
3.    თაგვს
4.    1121წლის 21 აგვისტო
5.    მეცამეტე გოჭი.
6.   თევზებს,გველს.
7.    ნახშირორჟანგი.
8.     6.
9.     ა.შ.შ.
10.    კიი
11.    ვანო სარაჯიშვილის.
12.    ლეონარდო დავინჩი
13.    4 ოთხკუთხედს.
II-ტური

1.    მეკობრე.
2.    მორიელი.
3.     შავი ზღვა.
4.     ვერცხლისწყალი.
5.    სულხან-საბა.
6.    300-ით
7.     ზვიად გამსახურდია.
8.     ტყლაპი.
9.     ბერიკაობა.
10.    საცეცები.
11.    ევრაზიის.
12.     სვეტიცხოველში.
13.     კაბადოკია. თურქეთი
14.     წყალი- 71% ,   ხმელეთი-29%
15.      დალტონიკი.
16.      პარიზში.

ლიდერების კონკურსი

1.    მირიანი.
2.     გორილა.
3.     ლიხის ქედი.
4.     ბოლნისში.
5.     20 %


რა? სად? როდის?                       VII-VIII-კლასები
I-ტური


1.როგორი ფერია მწვანე-ცივი თუ თბილი?

2.ერთ ჯოხს ორი ბოლო აქვს რამდენი ბოლო ექნება ერთნახევარ ჯოხს?

3.ვის დაალევინეს ღვინო ძალით ჩხიკვთა ქორწილში?

4.როდის მოხდა დიდგორის ბრძოლა?

5.რას იტყვიან მეტიჩარა ადამიანზე?

6.რომელ ცხოველს ძინავს თვალგახელილი?

7.ერა ჰქვია იმ აირს, რომელსაც გაზიანი წყლების დასამზადებლად იყენებენ?

8.მერამდენე დღეს შექმნა ღმერთმა ადამიანი?

9.რომელი ქვეყანაა კალათბურთის სამშობლო?

10.რა ჰქვია ბილიარდის ჯოხს?
11.ვის სახელს ატარებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია?

12.ვინ არის ავტორი ცნობნილი სურათისა ,,ჯოკონდა“?

13.სად უფრო მეტია კუთხეების რაოდენობა:5 სამკუთხედში თუ 4 ოთხკუთხედში?
II-ტური
1.რა ქვია ზღვის ყაჩაღს?

2.რომელი შხამიანი არსება იკბინება კუდით?3.რა ესაზღვრება საქართველოს დასავლეთით?

4.რა ასხია თერმომეტრში?

5.რომელი ქართველი მწერალი წერდა იგავარაკებს?

6.რამდენით  გაიზრდება ორნიშნა რიცხვი თუ მარცხნიდან მიუწერთ სამს?

7.ვინ იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი?

8.რა ჰქვია ტყემლის, ვაშლის, ჭანჭურის,გახეხილ და გამშრალ მასას?

9.რომელ ხალხურ სანახაობას უკავშირდება ქართული თეატრის ისტორია?

10.სად აქვს მოთავსებული პეპლებს გემოვნების ორგანო?

11.რომელ კონტინენტზე წარმოიშვა ისლამი?

12.რომელ ტაძარშია დაფლული უფლის კვართი?

13.რომელი ქვეყნიდან იყო წმინდა ნინო?
14.დედამიწაზე რამდენი პროცენტი უკავია წყალს და რამდენი ხმელეთს?
15.რა ჰქვია ადამიანს, რომელსაც ფერების გარჩევა არ სეუძლია?
16.რომელ ქალაქში მდებარეობს ლუვრის მუზეუმი?


ლიდერების კონკურსი

1.  რა  ერქვა  პირველ  ქართველ  ქრისტიან მეფეს?
2.  რომელია  ყველაზე  დიდი  მაიმუნი?
3.  რომელია  დასავლეთ  და  აღმოსავლეთ  საქართველოს გამყოფი ქედი?
4.  სად არის საქართველოში შემონახული უძველესი წარწერა?
5.  კალათში არის  2 კგ. ვაშლი ,  3კგ. მსხალი,  5კგ. ქლიავი. მთელი  ხილის  რამდენი  პროცენტია  ვაშლი?

 


პასუხები
I-ტური

1.     თბილი
2.     4
3.    თაგვს
4.    1121წლის 21 აგვისტო
5.    მეცამეტე გოჭი.
6.   თევზებს,გველს.
7.    ნახშირორჟანგი.
8.     6.
9.     ა.შ.შ.
10.    კიი
11.    ვანო სარაჯიშვილის.
12.    ლეონარდო დავინჩი
13.    4 ოთხკუთხედს.
II-ტური

1.    მეკობრე.
2.    მორიელი.
3.     შავი ზღვა.
4.     ვერცხლისწყალი.
5.    სულხან-საბა.
6.    300-ით
7.     ზვიად გამსახურდია.
8.     ტყლაპი.
9.     ბერიკაობა.
10.    საცეცები.
11.    ევრაზიის.
12.     სვეტიცხოველში.
13.     კაბადოკია. თურქეთი
14.     წყალი- 71% ,   ხმელეთი-29%
15.      დალტონიკი.
16.      პარიზში.

ლიდერების კონკურსი

1.    მირიანი.
2.     გორილა.
3.     ლიხის ქედი.
4.     ბოლნისში.
5.     20 %















X-კლასში დოკუმენტური ფილმის ჩვენება თემაზე: "როგორ დაეცა სოხუმი"










Комментариев нет:

Отправить комментарий