ექსკურსია



ექსკურსია

კლასგარეშე მუშაობა ხელს უწყობს პიროვნების განვითარებასა და ფორმირებას. სწორად ორგანიზებული კლასგარეშე მუშაობა შეიძლება გავხადოთ სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საუკეთესო წყაროდ, რადგან იქმნება ისეთი პირობები, რომლის დროსაც უკეთ შეიძლება დავინახოთ მოსწავლის ინდივიდუალური თვისებები. არავითარი გამართლება არ მოეპოვებათ იმ მასწავლებლებს, რომლებიც აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეს გამოთიშავენ ამგვარი ღონისძიებებიდან,რადგან მიაჩნიათ, რომ ეს მათთვის დროის დაკარგვაა. სწორედ კლასგარეშე ღონისძიებებით უკეთ ვლინდება მოსწავლის შინაგანი სამყარო: კლასში მორიდებული ან ანცი მოსწავლე სულ სხვა პიროვნებად გვევლინება და, აქედან გამომდინარე,მასწავლებელი ვალდებულია განსაკუთრებული როლი მიაკუთვნოს მათ ჩატარებას.
კლასგარეშე სასწავლო მუშაობის განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს ექსკურსია.
ექსკურსიები თავისი ამოცანებით და მონაწილეებზე ზემოქმედებით წარმოადგენს პედაგოგიურ პროცესს. როგორც ყველა პედაგოგიურ პროცესში, ექსკურსიაშიც მონაწილეობს ორი მხარე: მასწავლებელი (ექსკურსიამძღოლი), რომელიც ასწავლის და ექსკურსანტები, რომლებიც სწავლობენ. მასწავლებელი-ექსკურსიამ-ძღოლი გადასცემს ცოდნას განსაზღვრულ თემაზე, ექსკურსანტები კი ამ ცოდნას ითვისებენ. ამ ორი მხარის ურთიერთქმედება არის პედაგოგიური პროცესის საფუძველი.
ნებისმიერი ექსკურსია აძლევს ადამიანს ახალ ცოდნას ბუნებაზე, საზოგადოებაზე, ისტორიულ მოვლენებზე, .. წარმოადგენს სწავლის პროცესის ნაწილს. ურთიერთობა მასწავლებელთან, მისი რეკომენდაციები, შენიშვნები ახდენენ აღმზრდელობითზეგავლენას ექსკურსანტებზე. თვით შესასწავლი მასალა ზნეობრივადდა ესთეტიკურად მოქმედებს ბავშვების ცნობიერებაზე. აქედან გამომდინარე,ექსკურსია ხდება პედაგოგიური პროცესის ნაწილი, რომელიც იღებს თავის თავზე ადამიანის განათლებისა და აღზრდის ფუნქციებს, მისი მსოფლმხედველობის ფორმირებას.
პედაგოგიური საექსკურსიო პროცესი დაფუძნებულია დიდაქტიკურ პრინციპებზე, რომლებიც განსაზღვრავენ შინაარსს, ექსკურსანტების სწავლების მეთოდიკასა და ორგანიზაციას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დიდაქტიკური ფუნქცია, რომლის დროსაც ხორციელდება სწავლების თვალსაჩინოების პრინციპი და მოსწავლე ეცნობა საგანს ან მოვლენას. არანაკლებ მნიშვნელოვანია პრინციპები,რომლებიც სწავლების მეცნიერული დონის ამაღლებას ემსახურება და მიღებულ ცოდნას უკავშირებს ცხოვრებისეულ პრაქტიკას.
მასწავლებელმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ექსკურსიის აღმზრდელობით ასპექტს და შეუხამოს ის საგანმანათლებლოს. საექსკურსიო მასალა ისე უნდა იყოს შერჩეული და გამოყენებული, რომ მან განავითაროს ექსკურსიის მონაწილეთა შემეცნებითი შესაძლებლობები, აღზარდოს მათში მაღალი მორალური ღირსებები - სამშობლოს სიყვარული, სხვა ხალხთა დაფასება, კოლექტივიზმის სული და .
ექსკურსიის, როგორც პედაგოგიური პროცესის, მეორე ამოცანაა აღჭურვოს ექსკურსანტები პრაქტიკული ჩვევებით ობიექტზე დამოუკიდებელი დაკვირვებისათვის.
ექსკურსია თავისი თვალსაჩინოებით, მეთოდური ხერხების ჩვენებით, თხრობის ფორმებით ხელს უწყობს მოსწავლეთა გააქტიურებას. ამ ამოცანის გადასაწყვეტად მასწავლებელი მიისწრაფვის ჩაუნერგოს ბავშვებს განსაზღვრულისაექსკურსიო წიგნიერება“, პირველ ყოვლისა, უნარი, დაინახოს ობიექტი.
მასწავლებელი განახორციელებს ორ პედაგოგიურ ამოცანას: დიდაქტიკურს - ექსკურსანტების შეიარაღება ცოდნით და აღმზრდელობითს - მსოფლმხედველობის და ქცევის ნორმების ჩამოყალიბება.
ჩატარების ფორმის მიხედვით ექსკურსია შეიძლება იყოს:
·                     მასობრივი (მისი მონაწილეები გადაადგილდებიან რამდენიმე ავტობუსით);
·                     ექსკურსია-გასეირნება (აერთიანებს შემეცნების და დასვენების ელემენტებს, ტარდება ტყეში, პარკში, ზღვაზე და . .);
·                     ექსკურსია-ლექცია (თხრობა ჭარბობს ჩვენებას);
·                     ექსკურსია-კონცერტი (ეძღვნება მუსიკალურ თემას);
·                     ექსკურსია-სპექტაკლი (ლიტერატურულ-მხატვრული ექსკურსიის ფორმა, მომზადებული მხატვრული ლიტერატურის კონკრეტული ნაწარმოების საფუძველზე) და სხვა.
ექსკურსია შეიძლება განიხილოს როგორც სასწავლო მუშაობის ფორმა:
·                     ექსკურსია-კონსულტაცია, რომელიც აძლევს ექსკურსანტებს თვალსაჩინო პასუხებს კითხვებზე;
·                     ექსკურსია-დემონსტრაცია - ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბუნებრივი მოვლენების, საწარმოო პროცესების და . . გასაცნობად;
·                     ექსკურსია-გაკვეთილი, რომელიც წარმოადგენს ცოდნის გადაცემის ფორმას სასწავლო პროგრამის შესაბამისად.
ვინაიდან ჩვენი კვლევის ობიექტი სკოლაში კლასგარეშე მუშაობაა, შევჩერდეთ ექსკურსიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმაზესასწავლო ექსკურსიებზე.
სიტყვაექსკურსიალათინური წარმოშობისაა და გასვლას, გასეირნებას, რომელიმე კონკრეტული ადგილის დათვალიერებას ნიშნავს. სასწავლო ექსკურსიაკი მის შესწავლას ან შესწავლილის თვალნათლივ მონახულებას გულისხმობს.სასწავლო ექსკურსია განიხილება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის უკეთ წარმართვის ფორმად, რომლის საშუალებითაც მოსწავლე აკვირდება სხვადასხვა საგანსდა მოვლენას, რის შედეგად იძენს ახალ ცოდნას. სასწავლო ექსკურსიებისჩატარება ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: მუზეუმი, ისტორიული ძეგლი, წარმოება,ბუნების რაიმე განსაკუთრებული ადგილი და სხვა, ყოველთვის ასრულებენისეთ დიდაქტიკურ ფუნქციებს, რომელთა მეშვეობითაც მასწავლებელს შეუძლიასაგანგებო კორექტივი შეიტანოს თავის მუშაობაში. ასეთი ექსკურსიები საჭიროდოზირებით და დანიშნულებით შეტანილია სასწავლო პროგრამებში, როგორც სწავლების სისტემის გარკვეული და სავალდებულო ნაწილი.
სასწავლო ექსკურსიები თავისი დანიშნულებითა და შინაარსით პირობითად შეიძლება დაიყოს რამდენიმე სახეობად, კერძოდ: საბუნებისმეტყველო, საწარმოო, ისტორიულ-ლიტერატურული, სამხარეთმცოდნეო და ზოგადი.
სასწავლო ექსკურსიების კლასიფიკაციას საფუძვლად ისიც უდევს, თუ რა დიდაქტიკური მიზნის გადაწყვეტას ემსახურება მისი ჩატარება: ახალი მასალის გაცნობას თუ უკვე შესწავლილის განმტკიცებას. ორივე შემთხვევაში მასწავლებელი ისახავს და წყვეტს კონკრეტულ ამოცანას, რომლის გადაჭრისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა ასაკი და ინდივიდუალური თავისებურებები.
მასწავლებლის, როგორც ექსკურსიამძღოლის, პედაგოგიურ საქმიანობაში განასხვავებენ შემდეგ ეტაპებს:
1. მასწავლებლის და ჯგუფის მომზადება ექსკურსიისათვის;
2. თვით ექსკურსიის ჩატარება;
3. ექსკურსიის შემდგომი სამუშაო, რომელიც განამტკიცებს საექსკურსიო მასალას.
სასწავლო ექსკურსიის ჩატარების წარმატება დამოკიდებულია მისი წინა სამზადისის სწორ გააზრებაზე, საექსკურსიო ადგილის შერჩევასა და დაგეგმვაზე, თვით მასწავლებლის კომპეტენტურობაზე, იქ დამხვდურთა მომზადებაზე და სხვა ცნობილი თუ მოულოდნელი ვითარების სწორ მართვაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სურვილისა და განწყობის გათვალისწინება, სასწავლო ექსკურსიის ჩატარება და შედეგების შეჯამება.
სამივე დასახელებული ეტაპი განაპირობებს ურთიერთწარმატებას. თუ ექსკურსია სწორად მომზადდა და ჩატარდა, მაშინ წარმატებაც მისი შედეგების შეჯამების დროს იჩენს თავს. თვით შეჯამება შეიძლება ჩატარდეს წერითი სამუშაოს შესრულებით, გამოფენის მოწყობით, დისკუსიით, კონფერენციით და სხვა. სკოლაში ექსკურსიების ფართოდ გავრცელებულ სახეს წარმოადგენს მიმოხილვითიექსკურსია, რომელსაც აქვს დიდი შემეცნებითი და აღმზრდელობითი მნიშვნელობა. ის იყოფა ორ ტიპად: მრავალჯერად და ერთჯერად ექსკურსიად. თითოეულ ტიპს აქვს მომზადების და ჩატარების თავისი სპეციფიკა.
საერთო მიზნის გარდა, მიმოხილვით ექსკურსიებს აქვთ თავისი კონკრეტული მიზნები. მაგ.: მრავალჯერადი დამათვალიერებელი ექსკურსიის მიზანია მისცესექსკურსანტებს წარმოდგენა ქალაქზე, მის ღირშესანიშნაობებზე, გააცნოს ქალაქისისტორია, არქიტექტურა, კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების განვითარება.როგორც წესი, პატარა ქალაქებისათვის საკმარისია ერთჯერადი ექსკურსიის მოწყობა, დიდი ქალაქებისათვის კი - მრავალჯერადი.
ერთჯერადი ექსკურსიები აცნობენ მოსწავლეებს ინფორმაციას ქალაქის ისტორიიდან ან თანამედროვეობიდან. მაგ.: „მუსიკალური თბილისი“, „ლიტერატურული ქუთაისი“, „თბილისი - სიმტკიცის და სიმამაცის ქალაქი“, „სიღნაღი - სიყვარულის ქალაქიდა სხვა.
გვსურს შევჩერდეთ ლიტერატურული ექსკურსიის ჩატარების სპეციფიკაზე, რომელიც წარმოადგენს მოსწავლეთა მხატვრულ ლიტერატურასთან ზიარების, გამოჩენილი ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედების პოპულარიზაციის ეფექტურ ფორმას.
ამ ექსკურსიებზე მსმენელები იღრმავებენ ცოდნას მხატვრული სიტყვისა და მათი შემქმნელების შესახებ. აქედან გამომდინარე, ლიტერატურულ ექსკურსიებს აქვთ შემეცნებითი მნიშვნელობა.
ამასთან ერთად, მხატვრულ ნაწარმოებს აქვს უდიდესი აღმზრდელობითი შესაძლებლობა, რადგან მხატვრული სახის აღქმის პროცესში წარმოიქმნება განსაზღვრული დამოკიდებულება და მორალური შეფასება, რომელსაც ბევრად მეტი ძალა აქვს, ვიდრე უბრალოდ ცოდნის შეთვისებას.
ლიტერატურულმა ექსკურსიამ უნდა მოახდინოს ზემოქმედება მოსწავლეთა ესთეტიკურ შეხედულებაზე, არსებითი როლი უნდა შეასრულოს მხატვრული გემოვნების ფორმირებასა და განვითარებაზე, გაააქტიუროს ექსკურსანტების შემოქმედებითი წარმოსახვა.
ამ სახის ექსკურსიებზე ხშირად გამოიყენება მხატვრული ნაწარმოების ანალიზის ისეთი სახე, როგორიცაა გამომეტყველებითი კითხვა. ნაწარმოების წაკითხვას ექსკურსიაზე წინ უსწრებს ტექსტის ღრმა ანალიზი ექსკურსიის მომზადების პროცესში.
მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ მხატვრულად წაკითხული ტექსტი განსაკუთრებული ემოციით აღიქმება და წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს კლასელებში.
პედაგოგმა შეიძლება გამოიყენის პოეტური ნაწარმოების ტექსტუალური ანალიზის მეთოდი: გაარჩევს რა ერთ ლექსს, ის აძლევს ნიმუშს ამ ავტორის სხვა ლექსების გასააზრებლად.
ლიტერატურული ექსკურსია იყოფა შემდეგ ტიპებად:
·                     ლიტერატურულ-ბიოგრაფიული (ადგილები, სადაც ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მწერლები და პოეტები);
·                     ისტორიულ-ლიტერატურული (რომელიც ეძღვნება ამა თუ იმ მხარის ლიტერატურის განვითარებას, მაგ.: „ლიტერატურული აფხაზეთი“);
·                     ლიტერატურულ-მხატვრული (ექსკურსიები იმ ადგილებში, რომელმაც ასახვა პოვა მწერლებისა და პოეტების შემოქმედებაში).
ლიტერატურულ-ბიოგრაფიული ექსკურსიები დიდ შესაძლებლობებს ფლობენ არჩეული მწერლის ან პოეტის შეხედულებების განსახილველად.
ლიტერატურულ-მხატვრულ ექსკურსიებზე მასწავლებლები იძლევიან სხვადასხვა ავტორის პოეტური ნაწარმოებების შედარებით ანალიზს, აქედან გამომდინარე, ანალიზის სახე დამოკიდებულია ლიტერატურული ექსკურსიის ტიპზე. მასწავლებელი კარგად უნდა მოემზადოს ექსკურსიის ჩასატარებლად. თემასთან დაკავშირებით გაეცნოს სათანადო ლიტერატურას, გამოიყენოს საგანთაშორისი კავშირები, რათა მეტი ემოციური დატვირთვა მოახდინოს მსმენელზე. ლიტერატურული ექსკურსია იძლევა ფართო შესაძლებლობას გამოყენებულიიქნეს ხელოვნების სხვა სახეებიც: ფერწერა, გრაფიკა, მუსიკა, ქანდაკება. მათი გამოყენების წინაპირობაა ლიტერატურის განხილვის აუცილებლობა ეპოქის მხატვრული ცხოვრების კონტექსტში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ თანამედროვეახალგაზრდობის შეგნებაში მხატვრული ლიტერატურა, მისი სახეები და პრობლემები ორგანულად არიან დაკავშირებული ხელოვნების სხვა სახეებთან. ამა თუ იმ პოეტის, მწერლის ცხოვრების და მოღვაწეობის განხილვისას საჭიროა ნაჩვენები იყოს მისი პორტრეტი, გრაფიკული გამოსახულება. მაგ., ბევრი მათგანი კარგად ხატავდა ან წერდა მუსიკას. მათზე საუბრისას ეს ფაქტი აუცილებლად აღსანიშნავია, რათა დამყარდეს ხელოვნებათშორისი კავშირები.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ექსკურსიების ჩატარებას სკოლაში აქვს უდიდესი მნიშვნელობა მოსწავლეთა განათლებისა და მსოფლმხედველობის ფორმირებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო პრაქტიკაში კლასგარეშე მუშაობის ეს ფორმა ხშირად გამოიყენება, მასწავლებელთა უმეტესობა ვერ ფლობს მათი მომზადებისა და ჩატარების მეთოდიკას. ღონისძიების მოწყობისას ისინი, ძირითადად,გამგზავრების ორგანიზაციით შემოიფარგლებიან და გიდის მომსახურებას ეყრდნობიან. ვფიქრობთ, სტატიაში განხილული ექსკურსიის მომზადების და ჩატარების ეტაპები ხელს შეუწყობენ მასწავლებელთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

ეწსკურსია კახეთში




















         

Комментариев нет:

Отправить комментарий