пятница, 25 декабря 2015 г.

ინტეგრირებული გაკვეთილი

გაკვეთილის თემა
ტურიზმი და რეკრეაციული მეურნეობა
სწავლების საფეხური
საბაზო IX-კლასი
ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლის სახელი დე გვარი
    გეოგრაფია - ინგლისური ენა

  გეოგრაფია           /მაია შუკაკიძე/
  ინგლისური ენა      /სოფიო ლაბაძე/
მოსწავლეთა რაოდენობა
  20 მოსწავლე
განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
არა
წინარე ცოდნა
მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის წაკითხვა და სხვა თვალსაჩინოებების ანალიზი.
მოსწავლეს შეუძლია განიხილოს საქარტველოს მდგომარეობა და დაადგინოს მისი მნიშვნელობა ქვეყნისთვის.


გავეთილის სასწავლო მიზნები
გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი რესურსები, რომლებიც ტურისტულრეკრეაციული მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს. გააცნოს ის შესაძლებლობები და პერსპექტივები , რომლებიც სხვადასხვა სახის ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს,მოსწავლეებს  განუვითარდეთ  მიზეზშედეგობრივი კავშირის დამყარების ანალიზის, დასკვნის გამოტანის უნარები.ახალი ცოდნის ინტეგრირების უნარი, ლოგიკური აზროვნების და თემის გააზრების უნარი.
ეროვნული სასწავლო გეგმით  განსაზღვრული მისაღწევი შედეგი
გეო .IX.9. აანალიზებს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიულ დარგებს და მათი განვითარების პერსპექტივებს.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
ჩამოთვლის საქართველოს მეურნეობის სტრატეგიული დარგების (მაგ. ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკა და სხვა)
მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა სახეობის ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელი იმფრასტრუქტურის შესახებ.
გეო. IX.10.აანალიზებს საქართველოს ადგილს მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
მსჯელობს სხვადასხვა სფეროებში საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ და შედეგებს გამოხატავს სასურველი ფორმით.

 გეო IX1.რუკების და სხვამ გეოგრაფიული საშუალებების  (ფოტოები,გრაფიკები, ცხრილები,დიაგრამები და სხვა.) დახმარებით ახასიათებს ადგილს, მოვლენასა და პროცესებს, ადგენს თემატური რუკებს.
ფოტოების მიხედვით აანალიზებს საქართველოს პეიზაჟებს.
აანალიზებს რუკების,გრაფიკების, ცხრილების, დიაგრამების და სქემების საშუალებით  წარმოდგენილ გეოგრაფიულ ინფორმაციას.
ინგ.IX.13. მოსწავლე იგებს ფაქტობრივი ინფორმაციის შემცველ შემეცნებით ტექსტს სხვადასხვა თემაზე.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს
ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას
ინგ.IX.17.გ.მოსწავლე ტექსტში პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას(ძიებითი კითხვა)
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
ტექსტის თვალის გადავლებით ამოკრეფს მისთვის საჭირო ინფორმაციას.







თანამიმდევრობა, აქტივობა და დრო.
გაკვეთილი ტარდება გეოგრაფია-ისტორიის  კაბინეტში. გაკვეთილის დაწყებამდე კლასის დაყოფა ხდება ჯგუფებად, რადგან ასეთი მუშაობა ხელს უწყობს თემის უკეთ გააზრებას.  ინფორმაციის შეკრებას, დასკვნების გამოტანას.
მასწავლებელი გაკვეთილის დაწყებისას მოსწავლეებს აცნობს გადასაცემი მასალის თემას:“კურორტები და რეკრიაციული მეურნეობა“.
მონიტორზე ჩნდება ინგლისურ ქართული( ლექსიკონი) ანუ იმ აუცილებელ გეოგრაფიულ ტერმინთა განმარტება , რომელიც შეგვხვდება ახალ გაკვეთილში.
აქტივობა
I.გონებრივი იერიში (მთელი კლასი) -2წუთი
მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს გონებრივი იერიშით. წერს დაფაზე სიტყვას  ,, ტურიზმი“ ივსება ასოციაციური რუკა და ხდება იდეების შეჯამება .
ეკრანზე ჩნდება ლექსიკონი
აქტივობა
II. მინი ლექცია .  13 წუთი
ეს აქტივობა დაგვეხმარება იმაში,რომ მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია ახალ მასალაზე.
მასწავლებელი   უხსნის მოსწავლეებს ახალ მასალას. აცნობს მნიშვნელოვან რესურსებს , რომელსაც ფლობს ჩვენი ქვეყანა ტურისტულრეკრეაციული მეურნეობის განვითარებისათვის. აღნიშნავს იმასაც , რომ მიუხედავად ჩვენი ქვეყნის მცირე ფართობისა , გამოიყოფა რამდენიმე საკურორტორეკრეაციული ზონა.ამის დასადასტურებლად მონიტორზე გამოჩნდება სლაიდ შოუ ,,საქართველო   სადაც  ჩანს საქართველოს ტურისტული ობიექტები.

მოსწავლეები ეცნობიან სასიკეთო ცვლილებებს, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ ტურიზმის განვითარებაზე.
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს , რომ საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს იუნესკოს მსოფლიო  კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების არსებობაესაუბრება საქართველოს დიდ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე, რომ განავითაროს ისეთი სახეობები , როგორიცაა ეგზოტიკური, ალპინისტური, სამონადირეო, ეკოტურიზმი, საოჯახო დასვენება, ჯომარდობა, თნოტურიზმი და სხვა.
აქტივობა
III- კონტურულ რუკაზე მუშაობა.       8 წუთი
ახსნილი მასალის უკეთ განსამტკიცაბლად, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს სახელმძღვანელოში არსებული კურორტების რუკიდან ამოიწერონ  ყველა ტიპის 10–10 კურორტი  და დაიტანონ ისინი კონტურულ რუკაზე ინგლისურად.
აქტივობა
IV- დიაგრამაზე მუშაობა.    8 წუთი
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს  სახელმძღვანელოში არსებული დიაგრამიდან მოიძიონ ინფორმაცია საქართველოში ტურისტების მოძრაობის დინამიკის შესახებ და ინფორმაცია გადმოსცენ ცხრილის სახით.
აქტივობა
V -წაკითხული ტექსტის გააზრება.          8  
ინგლისურის მასწავლებელი  ჯგუფებს ურიგებს  ტექსტებს ინგლისურ ენაზე ტურიზმის შესახებ , სთხოვს მოსწავლეებს წაიკითხონ ტექსტი და ჯგუფის ლიდერებმა გაკეთონ წაკითხულის პრეზენტაცია.
აქტივობა
VI- გაკვეთილის შეჯამება    2 წუთი
აქტივობა
VII-შეფასება წინასწარ მომზადებული სქემის მიხედვით 2 წუთი
აქტივობა
VIII-საშინაო დავალება-2წუთი
ახსნილი მასალის  უკეთ გასასზრებლად
მასწავლებელი  მოსწავლეებს საშინაო დავალებად აძლევს შემდეგ სამუშაოს:
1.      დაადგინეთ იუნესკოს მსოფლიო კულტურული  და ბუნების მემკვიდრეობის სიაში რომელი ობიექტებია შესული  და მოიძიე ინფორმაცია რომელიმე მათგანზე.
2 შექმენით  ინგლისურ ქართული სარეკლამო ბუკლეტები, რომელიც საქართველოს მრავალფეროვან ტურისტულრეკრეაციულ პოტენციალს წარმოაჩენ  და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.


საკლასო მენეჯმენტი, საგანმანათლებლო რესურსები.


კომპიუტერი,  პროექტორი, სახელმძღვანელო, კონტურული რუკა, ფორმატის ქაღალდი ,მარკერი, საქართველოს ფიზიკური და კურორტების რუკები.დაფა, ცარცი

შეფასება
განმავითარებელი (კომენტარებით,დაკვირვება, სიტყვიერი შექება)
განმსაზღვრელი(ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა იხ.ქვემოთ)

გეგმის რეფლექსია
ინტეგრირებულ გაკვეთილში ყველა აქტივობა შეესაბამებოდა გაკვეთილის მიზანს,საგაკვეთილო პროცესში ინტერაქტიური მეთოდები განვახორციელე, რომელიც მოიცავდა პროვოცირებასა და წინარე ცოდნის გააქტიურებას. გამოვიყენე ელექტრონული რესურსი, რამაც უფრო საინტერესო გახადა გაკვეთილი. მოსწავლეებს განუვითარდათ: თანამშრომლობის,ურთიერთ პატივისცემის, ურთიერთ გაგებისა და არგუმენტირებული მსჯელობის,კრიტიკული აზროვნების, მოსაზრებების გამოთქმის , გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემის გადაჭრის , საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისა და დაცვის უნარი.
 ინტეგრირებულმა გაკვეთილმა შედეგი გამოიღო, მოსწავლეებმა გაიგეს და შეისწავლეს თუ როგორი პოტენციალი გააჩნია ჩვენს ქვეყანას ტურიზმთან დაკავშირებით და რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.
ერთად მუშაობა ჩვენთვის , რათქმაუნდა მასწავლებლებისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდა.ერთობლივი მუშაობის დროს კიდევ უფრო მეტი გავიგეთ ერთმანეთის შესაძლებლობებზე მეტი კავშირი აღმოვაჩინეთ იმ დისციპლინებს შორის რომელსაც ვასწავლით.














კრიტერიუმები
ცუდად(1)
საშუალოდ(2)
კარგად(3)
ძალიან კარგად
ჯგუფის წევრები ისმენენ მასწავლებლის ინსტრუქციას და თავს ართმევენ მიცემულ დავალებას
იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს
ჯგუფის წევრები ერთად მუშაობენ დასახული მიზნის მისაწევად
ჯგუფის წევრები თანაბრად ინაწილებენ ფუნქციებს
უსმენენ ერთმანეთის მოსაზრებებს
ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას,სწორედ წარმოაჩენენ მთავარ საკითხს
პრეზენტაციისას იცავენ დროის ლიმიტს